კალენდარი- ცნობარი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

კალენდარი- ცნობარი

1818 წელი - თანდათანობით იწყება ქ.თბილისის პოლიციის ფუნქციების დაყოფა საკუთრივ საპოლიციო ნაწილად და სახანძრო სამსახურად.

1820 წელი - პოლიციის შემადგენლობაში შევიდა ჩამოყალიბებული თბილისის სახანძრო რაზმი რვა საშტატო ერთეულით: ორ ბრანდმეისტერის მოწაფეს (მოადგილეს) ევალებოდათ ხელსაწყოთა მართვა და ექვსი მოსამსახურე წყლის მოსაზიდად.

1825 წელი - 24 დეკემბერს საბოლოოდ დამტკიცდა თბილისის სახანძრო რაზმის მტკიცე შტატი, რომლის შემადგენლობა, ბრანდმეისტერის მეთაურობით, 25 კაცით განისაზღვრა.

1877 წელი - ქუთაისში მოლდოველი ქვეშევრდომის ვინმე გერფუროვის მეცადინეობით ჩამოყალიბდა სახანძრო რაზმი, რომელსაც წლების მანძილზე თავადვე ხელმძღვანელობდა.

1888 წელი -თბილისის ქუჩების თუჯის მილებში ავჭალის წყალსადენის პირველი ნაკადი აჩქეფდა, რაც თბილისის უბნების ერთ ნაწილში იძლეოდა წყლის მიწოდების საშუალებას; ბათუმში შეიქმნა პირველი საშტატო რაზმი, რომლის შემადგენლობა 30 კაცით განისაზღვრა.

1896 წელი - 24 ოქტომბერს პირველად საქართველოში ბათუმში ჩამოყალიბდა პირველი ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოება, რომლის მმართველობაში შედიოდნენ მსხვილი კაპიტალისტები, ფაბრიკების მფლობელები, კომერსანტები. მოგვიანებით საზოგადოებას ჰყავდა მეხანძრეთა ფეხბურთის გუნდი, რომელმაც საქართველოს საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველად გამართა ოფიციალური საერთაშორისო მატჩი.

1916 წელი - სოხუმში დაარსდა 5 საშტატო ერთეულისაგან შემდგარი სახანძრო რაზმი.

1993 წელი - საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური გაწევრიანდა „ხანძრის აღკვეთისა და ქრობის საერთაშორისო-ტექნიკურ კომიტეტში.“

1995 წელი - საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში იწყებს ფუნქციონირებას ექსტრემალური მედიცინის სამსახური.

1998 წელი -12 მაისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ამოქმედდა კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ.

1999 წელი - 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კატალიკოს -პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II წმინდა გიორგის ლეგიონის საპატიო წოდება მიანიჭა საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირად შემადგენლობას და ამის აღსანიშნავად აკურთხა და გადასცა საქართველოს მეხანძრეებს ოქრომკერდზე ნაქარგი წმინდა გიორგის გამოსახულებიანი დროშა და სიგელი. იმ დღიდანვე საქართველოს მეხანძრეები ატარებენ წმინდა გიორგის ლეგიონის სახელს და წმინდა გიორგის სახელით და შეწევნითვე სძლევენ ცეცხლის სტიქიას თუ სხვა დაბრკოლებებს.

2000 წელი - გამოვიდა პირველი ქართული მარკა სახანძრო თემაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2001წლის 1 მარტს №77-ე ბრძანებულებით 12 მაისი გამოცხადდა მეხანძრის დღედ.

"პომპიერო" თბილისი 2013წ. გვ.19
2465
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.