ხანძრები ძველ რომში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძრები ძველ რომში

მოამზადა რამინ ყურაშვილმა

პირველ უტყუარ ინფორმაციას ცეცხლთან ადამიანის ბრძოლის შესახებ გვაწვდის ძველი რომის ისტორია; ხანძრები ქალაქის მუდმივი თანამგზავრი იყო და რომაელებსაც ხშირად უხდებოდათ მამაცობის გამოვლენა ცეცხლთან შერკინებისას, რათა დაეცვათ თავიანთი საცხოვრებელი - სახლები განადგურებისაგან.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 312 წელს აშენდა პირველი წყალგამყვანი, სიგრძით 17-კმ, რომელიც ქალაქს ხანძრის ჩასაქრობად ემსახურებოდა, ამავე მიზნით იყენებდნენ აგრეთვე, შალის ქსოვილის გადასაფარებელს, რომელსაც წყალში ასველებდნენ. ისტორიულ ლიტერატურაში გვხდება არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთელი რიგი მოაზროვნეები მრავალი სახის ამგვარ გადასაფარებელს იგონებდნენ და ფართო მასშტაბით იყენებდნენ ცეცხლთან ბრძოლაში.

ხანძრები ძველ რომში

ისტორია გვაცნობს , რომ ჩევენი წელთააღრიცხვის VI წელს დიდი ხანძარი მოხდა რომში. იმპერატორმა ავგუსტმა მონათაგან შვიდი კოპორტა (ბრიგადა) ჩამოაყალიბა, რომლებიც გააერთიანა ძველი რომის მეხანძრეთა კორპუსში, კორპუსები (თითოეულში 1000 კაცი შედიოდა) ეხმარებოდნენ მეზობელ რაიონებს. ისინი თავისუფლდებოდნენ მონობისაგან.
ჩვენი წეთაღრიცხვის 24 წელს გამოიცა კანონი, რომლის მეშვეობითაც თუ პიროვნება 6 წელს იმსახურებდა მეხანძრეთა კორპუსში, ეძლეოდა რომის მოქალაქეობა, მოგვიანებით ეს ვადა სამ წლამდე დავიდა.
კოპორტებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ, მაგალითად მექანიკოსთა კოპორტა შეაკეთებდა ხოლმე ტუმბოს, რომელსაც იყენებდნენ ხანძრის დროს. მეცისტერნეები პასუხს აგებდნენ ხანძრის ადგილზე წყლის დროულად მიწოდებაზე.
ცალკე რაზმებს შეადგენდნენ „ კრიუჩნიკები“. „სერპოვშიკები“, „ცენტონარები“ და „ბალასტარები“. ხანძრის ჩასაქრობად ისინი იყენებდნენ მაუდის და ნაბდის ტილოებსაც. ძმარში დასველებულ ამ გადასაფარებლებს ცეცხლში ისროდნენ ხოლმე.
ცეცხლში გახვეული შენობიდან გადმოხტომის აუცილებლობის შემთხვევაში ისინი შლიდნენ სქელ ლეიბებს. თითოეულ კოპორტაში ჰყავდათ ოთხი ექიმი - უფრო მეტი, ვიდრე ანალოგიურ სამხედო ქვეყანაყოფებში.
ხანძრის შემთხვევაში კოპორტას რიგით მეხანძრეებს გაამწკრივებდნენ წყალსაცავთან და ისინი ჯაჭვურად გადასცემდნენ წყლით სავსე ჭურჭელს. ზოგს ევალებოდა ტუმბოს ნორმალური მუშაობა.
„ცენტორანები“ კიბეების საშუალებით ცეცხლმოკიდებული სახლის მაღალ სართულზე ადიოდნენ და ცეცხლში ისროდნენ ძმარში დასველებულ ქსოვილსა თუ ხანძარი ძლიერი იყო მაშინ „ბალისტარები“ ქვებით ანგრევდნენ ახლობელ შენობებს, რათა ცეცხლმოკიდებული შენობის ირგვლივ ცარიელი სივრცე შეექმნათ.
მეხანძრეების პრეფექტად ინიშნებოდა მაღალი წრიდან გამოსული პიროვნება, რომელსაც თვით იმპერატორი ირჩევდა. ხანძრის გამოძიების დადგენისას პრეფექტს უფლება ჰქონდა დამნაშავისათვის გადაეხდინებინა ფულადი ჯარიმა, მას შეეძლო შეემოწმებინა საცხოვრებელი ბინების საკუჭნაო, ბუხრების მდგომარეობა. დაედგინა წყლის განსაზღვრული რაოდენობის აუცილებლობა ყოველ სახლში ხანძრის შემთხვევაში საჭიროებისათვის.
პრეფექტის მოადგილედ ინიშნებოდა იურიდიულად განათლებული პიროვნება.
ჩვენი წელთაღრიცხვის 53 წელს რომში გაჩნდა დიდი ხანძარი, რომელიც რამდენიმე დღეს მძინვარებდა და ბევრი შენობა გაანადგურა, მათ შორის სენატი და ცირკი. ძლიერი ქარის მეშვეობით ცეცხლმა მოიცვა დიდი ფართობი. მიზეზი კი როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე იყო დღესასწაულისას მაყურებელთა მიერ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაუცველობა. ხანძრის ფართო მასშტაბით გავრცელება იმანაც განაპირობა, რომ ქალაქში არ იყო წყლის მილები და საცავები არ იყო საკმარისი ხანძრის საქრობი იარაღები. იმპერატორს სთხოვეს აეშენებინა წყლის გამყვანები და შეედგინათ მეხანძრეთა რაზმი მჭედლებისაგან 150 ადამიანის შემადგენლობით. მიუხედავად მომხდარისა იმპერატორმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა „სჯობს შეკრიბოთ იარაღი“ - თქვა მან და ხანძრის ჩაქრობის მიზნით დაურიგოთ სახლების მფლობელთ, რადგანაც ისინი, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, თავად ეცადონ ითხოვონ ხალხის დახმარება.
რომში ხანძრის შემდეგ ჩვ. წელთაღრიცხვით 64 წელს, როცა ცეცხლმა იმსხვერპლა უდიდესი ქალაქის ორი მესამედი, მიიღეს კანონი რომელიც ითვალისწინებდა მშენებლობისას შენობის განსაზღვრულ სიმაღლეს, სიგანეს, ეზოში გასასვლელებს და თავისუფალ მოედნებს. ამასთან შენობები უნდა აშენებულიყო ხანძარგამძლე მასალებით.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ სახანძრო საქმეც თანდათანობით დაეცა.

გაზეთი „საქართველოს მეხანძრე“ №1(6) იანვარი 1993 წელი
3798
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.