მიწისძვრა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

მიწისძვრა

არის მიწისქვეშა ბიძგები და მიწის ზედაპირის რყევები, რომლებიც ქმნიან სეისმურ ტალღებს და ვითარდებიან დედამიწის ქერქში ენერგიის უეცარი გათავისუფლების შედეგად. მიწისძვრა ყველაზე ხშირად ვითარდება ტექტონიკური პროცესების შედეგად, თუმცა ასევე მოჰყვება მეწყერს, ვულკანის ამოფრქვევას, ბირთვულ გამოცდებს.
მიწისძვრის აღმოცენების ცენტრალურ წერტილს მიწის სიღრმეში მიწისძვრის კერა ანუ ჰიპოცენტრი ეწოდება, ხოლო კერის ზემოთ განლაგებულ დედამიწის ნაწილს - ეპიცენტრი.
თავად მიწისძვრა იშვიათად იწვევს ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვას, მსხვერპლის ძირითადი მიზეზი ამ დროს ხდება მეორადი მოვლენები: შენობების ნგრევა, ხანძარი, ცუნამი ( სეისმური ზღვის ტალღები) და ვულკანები.
მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების პრევენცია შესაძლებელია შენობების კონსტრუქციის გაუმჯობესებით, წინასწარი შეტყობინების სრულყოფისა და მოსახლეობის დროული ევაკუაციის გზით.

როგორ დავიცვათ თავი:
თუ შენობაში იმყოფებით:

რყევის შემთხვევაში მაქსიმალურად შეამცირეთ მოძრაობა, პატარ-პატარა ნაბიჯებით გადაადგილდით დაცული ადგილისაკენ, შენობიდან არ გახვიდეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მიწისძვრით გამოწვეული რყევა დასრულდა.
სტატისტიკის თანახმად, ადამიანების დაღუპვის მიზეზი შენობიდან გამორბენა და ჩამოქცევის შემთხვევაში ნანგრევების ქვეშ მოყოლა ხდება.
დაწექით იატაკზე მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რყევა არ შეწყდება. თუ ახლოს არ გაქვთ მაგიდა ან ან მსგავსი რამ, დაწექით შენობის შიდა კუთხეში და დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით.
ეცადეთ, მოშორდეთ ფანჯარას, გასასვლელ კარს დაა ყველაფერს, რაც შესაძლოა, ჩამოვარდეს.
შესასვლელი კარი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძველი და დარწმუნებული ხართ, რომ მის ქვეშ თავს დაცულად იგრძნობთ.
არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდეთ ბინიდან და არ შეხვიდეთ ლიფტში.

თუ ქუჩაში ხართ: დარჩით გარეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ შენობებს, ქუჩის განათებებს და ელექტროსადენებს.
თუ მანქანით მოძრაობთ: გააჩერეთ მანქანა და დარჩით ავტომობილში. ეცადეთ, არ გაჩერდეთ შენობებთან, ხეებთან ან ელექტროსადენებთან ახლოს.
მიწისძვრის დასრულების შემდეგ ფრთხილად გააგრძელეთ მოძრაობა და მოერიდეთ ხიდებსა და პანდუსებს, რომლებიც, შესაძლოა, მიწისძვრამ დააზიანა.

თუ ნანგრევებში მოჰყევით: არ აანთოთ ასანთი ან სანთებელა, რადგან, შესაძლოა, დაზიანებული იყოს გაზის მილი და ცეცხლმა აფეთქება გამოიწვიოს. არ გაინძრეთ და ნუ ეცდებით მტვრის გაფანტვას. პირი დაიფარეთ ცხვირსახოცით ან ტანსაცმლით.
დააბრახუნეთ მილზე ან კედელზე, რომ მაშველებს თქვენი პოვნა გაუადვილდეთ. დაიყვირეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ყვირილის დროს შესაძლებელია, თქვენს სასუნთ სისტემაში მომწამვლელი მტვერი მოხვდეს.
1439
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.