ღვარცოფი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ღვარცოფი

ღვარცოფი არის მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, მყინვარების ძლიერი დნობით, ხანგრძლივი და თავსხმა წვიმებით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით. მის აღმოცენებაში გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა, გახდეს მთიან ადგილებში ტყეების გაჩეხვა - ხის ფესვებს უჭირავს ნიადაგის ზედაპირი, რაც ღვარცოფის წარმოქმნას ხელს უშლის.
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგაად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერებისა და გათხევადების პირობებში, გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადად, რომელიც ჩვეულებრივი წყალმოვარდნისგან განსხვავდება უფრო დიდი ხარჯით, მოძრაობის დიდი სიჩქარით, მყარი ჩამონადენის დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივით და შესაბამისად, დარტყმის განსაკუთრებული სიძლიერით. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს და აზიანებს შენობებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.

როგორ დავიცვათ თავი: ღვარცოფის ნაკადის მოახლოების შესახებ სათანადო სიგნალის მიღებისთანავე ან რაიმე ხმაურის გაგებისთანავე აუცილებელია, გადაადგილდეთ დაბლობიდან ( წყალშემკრებიდან) 50-100 მეტრის მაღლობზე.
წინასწარ დადგენილი საევაკუაციო გეგმის მიხედვით, ეცადეთ განახორციელოთ ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას.
გახსოვდეთ, ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
2091
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.