ზვავი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ზვავი

ზვავი - მთის ფერდობზე სწრაფად მოძრავი თოვლის მასაა. ზვავში თოვლის მოცულობამ შესაძლოა, რამდენიმე მილიონ კუბურ მეტრს მიაღწიოს.

იგი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა და უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოწოლას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: როცა თოვლის საფარის სისქე აღემატება 20 სმ.-ს; მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე.ზვავსაშიში პერიოდი - ძირითადად, ზამთრის თვეებია ,თუმცა საშიშია გაზაფხულისა და ზაფხულის თბილი თვეებიც, როცა მზისა და ქარის ზემოქმედებით თოვლის მასის ზედაპირზე წარმოიქმნება მოცულობაში მზარდი ყინულის ქერქი, ე. წ. „თოვლის დაფა“, რომლის ქვეშ ხდება თოვლის მასის გარდაქმნა ხორხოშელებად, რომლის მასიური ზედაპირი იწყებს მოძრაობას.
ზვავი საკმაოდ საშიშია ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ალპინისტების, მოთხილამურეებისა და სნოუბორდინგის მოყვარულთათვის, ასევე მატერიალური ღირებულებების განადგურების თვალსაზრისით. ზვავში მოყოლილი ადამიანი იღუპება ასფიქსიის ან ძვლების მოტეხილობით გამოწვეული შოკის გამო, ან თოვლის დიდი მასის მცირე ან არარსებული ჰაერგამტარიანობის გამო, რაც ორგანიზმის „ჟანგბადოვანი“ შიმშილისა და მოგუდვის მიზეზი ხდება. გარდა ამისა, ზვავმა შესაძლოა, ადამიანი ფერდობიდან გადმოაგდოს, რაც სიკვდილით დამთავრდეს. თოვლის დიდი მასა პრაქტიკულად არ ატარებს ბგერას. ამიტომ ზვავში მოყოლილი ადამიანი პრაქტიკულად განწირულია, რადგან მისი ყვირილი შველის სათხოვნელად მაშველების ყურამდე ვერ აღწევს .

როგორ დავიცვათ თავი თუ ზვავსაშიშ ზონაში იმყოფებით:

თვალყური ადევნეთ ამინდის ცვალებადობას;
სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს გირჩევთ, მთაში გასვლისას ჯგუფურად ისრიალეთ და არ გადახვიდეთ ზვავსაშიშ რაიონებში ზვავუსაფრთხოების წესების ცოდნის გარეშე. ყოველ თქვენთაგანს უნდა ჰქონდეს სოპეციალური მიმღებ-გადამცემები (ბიპერები), რომლებიც ზვავში დაკარგული ადამიანის საპოვნელადაა განკუთვნილი.
აუცილებელია, თან იქონიოთ გასაბერი ბალიშები, რომლებიც ზვავში მოყოლის შემთხვევაში გაბერილ მდგომარეობაში ხელს უწყობს ადამიანის ამოტივტივებას თოვლის ზედაპირზე და მისი პოვნის გაადვილებას.
ზვავსაშიშ ფერდობებზე მოძრაობისას თითოეულ ადამიანს უნდა ეკეთოს უსაფრთხოების ქამარი.
როგორ მოვიქცეთ ზვავის შემთხვევაში: დაუყონებლივ დატოვეთ სახიფათო ადგილი და გადაინაცვლეთ უფრო უსაფრთხო ადგილას.
თუ ზვავს თავს ვერ აღწევთ, დადეთ ბარგი და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებისკენ.
მოიხარეთ, მიადეთ მუხლები მუცელს და მჭიდროდ დაიჭირეთ ფეხები (მიიღეთ თოვლის გუნდის ფორმა).

როგორ მოვიქცეთ თუ მოვხვდით ზვავში: სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით დაიცავით სახე შარფით, ხელთათმანებით ან საყელოთი.
ეცადეთ, დაიჭიროთ თავი ზვავის ზედაპირზე და ხელების მოძრაობით ზვავის კიდისკენ გადაინაცვლეთ.
მას შემდეგ,რაც ზვავის ნაკადი გაჩერდება, ეცადეთ, თქვენი სხეულის გარშემო შექმნათ საკმარისი ადგილი, რომ სუნთქვა გაგიადვილდეთ.
ეცადეთ, მონახოთ ნიადაგის ზედაპირი და ზემოთ გადაადგილდეთ.
დაზოგეთ ძალები, ჟანგბადი და სითბო და ეცადეთ, არ დაიძინოთ.
არ იყვიროთ. ჯერ ერთი, ყვირილმა შეიძლება, უფრო დაძრას ზვავის მასა და მეორე მხრივ, თქვენს ხმას თოვლი მთლიანად ახშობს.
გახსოვდეთ, რომ თქვენ იძებნებით.

წყარო: metviton.ge
532
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.