წყალდიდობა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

წყალდიდობა

მდინარეების, ზღვების, ტბების წყლის დონის უეცარი მატებაა, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და ხშირად მათი დაღუპვის მიზეზიც ხდება. იგი ასევე ანადგურებს მატერიალურ ღირებულებებს.

როგორ დავიცვათ თავი: საგანგებო სიგნალის შემდეგ დაუყონებლივ დატოვეთ შესაძლო წყალდიდობის ზონა და გადადით უფრო უსაფრთხო ადგილას, ამავე დროს. არ დაგავიწყდეთ სამაშველო სამსახურში დარეკვა.
თან წაიღეთ საკვები, წყალი , მედიკამენტები და ყველა აუცილებელი ნივთი, რომელიც დაგჭირდებათ მომავალ დღეებში.
დარეგისტრირდით შესაბამის საევაკუაციო პუნქტებში.
ასევე შესაძლებელია შინაური ცხოველების ევაკუაცია.
თუ გაქვთ თქვენი ფასეულობების ბოლო სართულზე გადანაცვლების საშუალება, დაუყონებლივ გააკეთეთ ეს.
პირველი სართულის ფანჯრებსა და კარებს გარედან ფიცრები მიაჭედეთ.

მოულოდნელი წყალდიდობის დროს: დაუყონებლივ გადადით ამაღლებულ ადგილას.

თუ მოხვდით წყალში, ტალღის მოახლოებისას ღრმად ჩაყვინთეთ მის საფუძველში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოყვინთეთ.
თუ მოხვდით წყალში, ეცადეთ, მოიშოროთ მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ცურვისა და საცურაო აღჭურვილობის დახმარებით გადაინაცვლეთ მშრალი ადგილისაკენ.
ტრავმის თავიდან აცილების მიზნით ყურადღება მიაქციეთ წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნივთებს.
სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე სცადეთ შენობის ბოლო სართულზე ან სხვა ამაღლებულ ადგილას ( სახურავი, ხე და სხვ.) ასვლა.
მუდმივად გადმოეცით საგანგებო სიგნალები. დღის განმავლობაში ხელში დაიჭირეთ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი ან დააქნიეთ, ღამით კი - გამოიყენეთ ნათურის (უშუქობის შემთხვევაში მობილური ტელეფონის) სიგნალები.
წყარო: metviton.ge
1952
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.