ქარბუქი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ქარბუქი

ქარბუქი - არის ძლიერი ქარის მიერ თოვლის გადატანა ნიადაგის ზედაპირიდან ან თოვლის საბურველიდან. დანგრეული შენობები, ელექტორგაყვანილობის გაწყვეტილი ხაზები, ჰაერში მფრინავი ავტომობილები და ცხოველები, დაჭრილი სა გაყინული ადამიანები - ყოველივე ეს შესაძლოა, მოჰყვეს ამ მძვინვარე სტიქიას.

როგორ დავიცვათ თავი თუ სახლში იმყოფებით:

ჩართეთ ტელევიზორი ან რადიო და თვალყური ადევნეთ ამინდის შესახებ ინფორმაციას და სასწრაფო შეტყობინებებს.
მოიმარაგეთ საწვავი, შეშა, საკვები, ელემენტები ფარნებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შემთხვევისათვის.
გაათბეთ სახლი და შეძლებისდაგვარად არ გახვიდეთ სახლიდან.
არ გაუშვათ ბავშვები ქუჩაში მარტო.

თუ ქუჩაში იმყოფებით: გადაადგილდით უსაფრთხო ადგილას და არ დარჩეთ მარტო.
დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე და კიდურები).
შეეცადეთ, ტანსაცმელი მშრალად შეინახოთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სხეულზე არ გაჩნდეს მოყინული ადგილები. ყურადღება მიაქციეთ ჰიპოთერმიის ნიშნებს: შეციება, დაღლილობა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, მეტყველების გაუარესება.
თუ აუცილებელია სადმე გამგზავრება, გამოიყენეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და გადაადგილდით დღის სინათლეზე. აცნობეთ თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შესაძლო მარშრუტის შესახებ.
მოერიდეთ მაღალ შენობებს, ხეებს, ღობეებს, სატელეფონო კაბელებს და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს.

წყარო: metviton.ge
1983
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.