სეტყვა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სეტყვა

სეტყვა - ატმოსფერული ნალექია, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის ( 5-55 მმ.; იშვიათად 130 მმ.-მდე) სფერული ნაწილაკების ან ნატეხებისგან. სეტყვა ჩვეულებრივ, ელჭექისა და თავსხმა წვიმების თანხმლები მოვლენაა, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში. სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან.
სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას.
სეტყვა არანაკლებ საშიშია ადამიანებისთვის, რადგან სერიოზული ფიზიკური ზიანი შეიძლება, მიაყენოს ( დაღუპვაც კი).

როგორ დავიცვათ თავი:

თუ სახლში იმყოფებით:
არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდეთ სახლიდან, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები. მეტს ვერაფერს იღონებთ. სხვა არაფერი დაგრჩენიათ იმედის გარდა, რომ სეტყვის მარცვლები ფანჯრის შუშებს არ შემოგიმტვრევენ.

თუ ქუჩაში იმყოფებით: ეცადეთ, თავი უსაფრთხო ადგილს შეაფაროთ. ასეთი ადგილია ხშირკრონიანი და ფართოფოთლებიანი ხე, ასევე უსაფრთხოა საცხოვრებელი სახლის კარნიზი, აივანი, რკინის ჯიხურები, რომელიც თითქმის ყველა გაჩერებასთან დგას,თუ მაღაზიის ახლოს იმყოფებით, თავი იქ შეაფარეთ და დაელოდეთ გამოდარებას.
თუ სახლის გვერდით იმყოფებით, შედით სადარბაზოში.

თუ ტრანსპორტში იმყოფებით: არ გამოხვიდეთ გარეთ. სეტყვით მიყენებული მინიმალური ზიანი - ჩალურჯება და კოპია, ხოლო მაქსიმალური - ტვინის შერყევა, რომელიც შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს.
თუ საკუთარ ავტომობილში იმყოფებით: დარჩით იქ და დახურეთ ყველა ფანჯარა.
გირჩევთ, არ გააგრძელოთ მოძრაობა, რადგან სეტყვის გამო გზის დანახვა შეუძლებელია უახლოეს მანძილზეც კი.
გააჩერეთ ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
ეცადეთ, გაარკვიოთ ქარის მიმართულება და მანქანა ისე დააყენეთ, რომ რომ ქარი და სეტყვა უკანა შუშებზე გირტყამდეთ.

წყარო: metviton.ge
482
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.