გვალვა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

გვალვა

გვალვა - ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და დაბალი სინოტივის დროს ატმოსფერული ნალექების ხანგრძლივი და საგრძნობი უკმარისობაა, რის შედეგად ნიადაგში ტენის მარაგი ილევა და მოსავალი მცირდება ან იღუპება. გარდა ამისა, ხანგრძლივმა გვალვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტყისა და ტორფული ხანძრები, რაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
გვალვასთან ბრძოლის ეფექტურ შედეგს იძლევა აგროტექნიკური და სამელიორაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგის წყალშთანთქმისა და წყალშეკავების უნარის გაძლიერებას და მინდვრებზე თოვლის შეკავებას, სარწყავი სისტემის რეანიმაციას.
გვალვის დროს ძლიერი სიცხე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც. იგი იწვევს გულ-სისსხლძართღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებათა პროვოცირებას, ასევე ძლიერ მოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე. ამ დროს მკვეთრად იზრდება დეპრესიებისა და სუიციდების შემთხვევები.

როგორ დავიცვათ თავი:
გამოიყენეთ სხეულის გამაგრილებელი ნებისმიერი საშუალება;
ატარეთ ნატურალური, ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი;
ხშირად მიიღეთ გრილი შხაპი;
სახლში დააგროვეთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელი და ხშირად ასხურეთ ჰაერში პულვერიზატორით;
ქუჩაში ყოფნის დროს ხშირად შედით მაღაზიებში, სადაც კონდიციონერია, გაგრილდით და გააგრძელეთ გზა;
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, მწვანე ჩაი, არატკბილი წვენები.

წყარო: metviton.ge
482
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.