ყველაზე სასტიკი რელიგიური სექტები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ყველაზე სასტიკი რელიგიური სექტები

ყველაზე სასტიკი რელიგიური სექტები

აუმ სანრიკო

იაპონური სექტა ბუდისტურ ტექსტებსა და იოგას ილეთებზეა დაფუძნებული. ერთი შეხედვით “უცოდველმა სექტამ” უამრავი ტერაქტი განახორციელა, მათ შორის აფეთქება ტოკიოს მეტროში. 2004 წელს სექტის ლიდერი სიკვდილით დასაჯეს.


“მენსონის ოჯახი”


ხალხი ჩარლი მენსონს შეშლილად, მანიაკად მიიჩნევდა. ზოგიერთისთვის იგი მხსნელი იყო და მის მხარდასაჭერად სატიც კი გააკეთეს. მან ომი გამოუცხადა თეთრ და შავ რასებს. წერდა სიმღერებს. 60-იან წლებში შექმნა “ოჯახი”, სადაც “შვილებს” ზრდიდა. 1969 წელს მენსონი რამდენიმე მკვლელობაში დაადანაშაულეს. მისი მსხვერპლი გახდა რეჟისორ რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი, შერონ ტეიტი. თავდაპირვლად მას სიკვდილით დასჯა, ხოლო მოგვიანებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

რაელიერები


გასული საუკუნის 70-იან წლებში ფრანგმა კლოდ ვორიიონმა ახალი სექტა-რაელი ჩამოაყალიბა. მან განაცხადა, რომ 1973 წლის 13 დეკემბერს, საფრანგეთის ცენტრში არსებული ვულკანის კრატერში დედამიწელები, უცხოპლანეტელებს შეხვდებოდენ. ხალხს არწმუნებდა, რომ სიბრძნე უცხოპლანეტელებისგან მიიღო და სექტის წევრებს მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდებოდა. რაელიერების ყოფა მიშელ უელბეკმა აღწერა რომანში “კუნძულის შესაძლებლობა”

ბჰაგავანა შრი რაჯნიშა


1966 წელს რაჯნიშმა უნივერსიტეტი მიატოვა, რათა საკუთარი მოძღვრება ჩამოეყალიბებინა. ხიტატებს ჯაინიზმის, ბუდიზმის, დაოსიზმის, სუფიზმის და სხვა მოძღვრებებიდან ქადაგებდა. მისი მთავარი პოსტულატი იყო: “გიყვარდეს ღმერთი და აკეთე რაც გინდა”. 1984 წელს დალასში ათასზე მეტი ადამიანი სალმონელის ბაქტერიით მოწამლა. ამერიკიდან დეპორტაციის შემდეგ 21-მა სახელმწიფომ ვიზაზე უარი უთხრა. დღეს მისი სახელობის მედიტაციის 200-ზე მეტი ცენტრი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა გახსნილი.

“მეშვიდე დღის ადვენტისტები”


ადვენტისტების სექტა აშშ-ში 1844 წელს შეიქმნა. იგი უბრალო ფერმერმა ჩამოაყალიბა. წევრები ბრმად ენდობოდნენ ლიდერს. მან სამყაროს დასასრული “იწინასწარმეტყველა” და ერთ-ერთი ქადაგების დროს სექტანტებით სავსე დარბაზში თავი აიფეთქა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ შენობის ნანგრევებში ათასზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 25 ბავშვის.
2341
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.