სამსახური გრძელდება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სამსახური გრძელდება

დ.მალაღურაძე


ამ ოთხი წლის განმავლობაში ქ.თბილისის მესამე ნაწილმა სულ შეიცვალა სახე. მას ახლა კეთილმოწყობილი ორსართულიანი შენობა და მძლავრი ტექნიკა აქვს. ინდუქციური ტელეფონის ადგილი ავტომატურმა სატელოფონმა სადგურმა დაიკავა, სახანძრო ნაწილის სამსახურში ჩადგა რადიო.
აქ წლების მანძილზე მუშაობდნენ ნაწილის უფროსის მოადგილე სულიკო სახლთხუციშვილი, ყარაულის უფროსი რევაზ ამაშუკელი, მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“ დაჯილდოებული ათეულის მეთაური შაქრო თუშიშვილი, სპორტის ოსტატი რეზო გობოვოი, გიორგი დევსურაშვილი და სხვები.
დღეს რ.ამაშუკელის მორიგეობაა, მისის ყარაულის მეხანძრეები ო.ჯანგობეკოვი, ვ.აფციაური, ე.იაშაღაშვილი, ო.შევარდნაძე საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების ფრიადოსნები არიან, მათ არაერთხელ ისახელეს თავი ხანძრების წარმატებით ქრობაში.
ღამეა. ყარაული განაგრძობს სამსახურს: ფხიზლად დგას საგუშაგოზე ფრიადოსანი მეხანძრე გ.კუპრაშვილი. ყარაულის უფროსი ემზადება მორიგი მეცადინეობის ჩასარტარებლად, რადიოტელეფონისტი ლარისა კოსტანიანი, რომელიც სამსახურიდან მოუწყვეტლივად სწავლობს პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მეხუთე კურსზე, ყოველ წუთს მზად არის მიიღოს შეტყობინება, მაგრამ დღევანდელი მორიგეობა მშვიდობიანად მიმდინარეობს, სამუშაო დრო თითქმის ამოიწურა, ხანძარზე გასვლა არ ჰქონდათ.
ამ ბოლო ხანებში ეს იშვიათი შემთხვევა როდია,მომსახურების რაიონში საგრძნობლად გაუმჯობესდა ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური მუშაობა.
ამ საქმიანობაში სახანძრო დაცვის მუშაკების გვერდით აქტიურად მონაწილეობენ რაიონის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების ინსტრუქტორები და ლექტორები, ნორჩ მოხალისეთა სახანძრო რაზმეულის წევრები, საწარმოო ობიექტების და დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.
ფრიადოსან ყარაულში დღის განრიგი მთელი სიზუსტით სრულდება. ნაწილში ყველა პირობაა შექმნილი ნორმალური მეცადინეობისა და სწავლისათვის. მოწყობილია სპორტული მოედანი, მოვლილია იაღარები, წესრიგშია სასწავლო კოშკი და სხვა.
ნაწილი აღჭურვილია სამამულო წარმოების საბრძოლო ტექნიკის საუკეთესო ნიმუშებით, აი, პმზ-64 „ა“ თავისი მძლავრი ცენტრალური ტუმბოებით, ავტომექანიკური კიბე, სახელურების ავტომობილი, გაზკვამლდამცავი აირწინაღები და სხვა იარაღ-მოწყობილობა.
საბრძოლო ტექნიკას აქ საგანგებოდ უვლიან. ყარაულის პირად შემადგენლობას ფრიადზე აქვს ათვისებული ტექნიკის აგრეგატი, სრული დატვირთვით შეუძლიათ გამოიყენონ ის საბრძოლო ვითარებაში.
მორიგეობა დამთავრდა, ახლად მოსულმა ყარაულმა შეცვალა ამაშუკელის ყარაული. სამსახური კი კვლავ შეუწყვეტლივ გრძელდება, ბიჭები დასასვენებლად მიდიან. ისინი სამსახურიდად მოუწყვეტლივად სწავლასაც კი ასწრებენ. ამ ნაწილის მეხანძრეებთან მრავალმა უმაღლესი განათლება მიიღო და ახლა ხელმძღვანელი პოსტი უკავია, მაგალითად, ჯ.სურმავა, ზ.როჩიკაშვილი, გ.ქსოვრელი, მ.ქარუმიძე, შ.ხუციშვილი, ე.გიორგაძე, ვ.მიკა. ახლაც ბევრი მეხანძრე ეუფლება უმაღლეს განათლებას. დრო უქმად არ იკარგება. მეხანძრეები მშობლიურ ნაწილშიც ყოველდღიურად იმაღლებენ ცოდნას.
მორიგი მეცადინეობა დაიწყო. მომსახურეობის რაიონის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათების შესწავლისათვის ყარაულის უფროსმა ათეულის მეთაურებს, მეხანძრეებსა და მძღოლებს რაიონის ელექტროფიცირებული რუკასთან მოუხმო. აქ თვასლსაჩინოდ არის ნაჩვენები საწარმოო ობიექტებისა და დაწესებულებათა ადგილმდებარეობა, ქუჩები, წყლის წყაროები, მისასვლელი გზები, რომელთა ღრმად შესწავლა და ცოდნა დიდად უწყობს ხელს ხანძრების წარმატებით ჩაქრობას. ეს რომ ასეა, ამას მოწმობს ავტოსატრანსპორტო კანტორის ადმინისტრაციულ შენობაში წარმოშობილი ხანძრის ჩაქრობა, სადაც მეხანძრეებმა, განსაკუთრებით სახლთხუციშვილიმა, ადამაშვილმა და კესარელმა ისახელეს თავი.
მეხანძრეებს ცალკე აქვთ გამოყოფილი ტექნიკური შეიარაღების სასწავლო ოთახი. აქ თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საბრძოლო მომზადების პროგრამით გათვალისწინებული შესასწავლი ტექნიკა.
დიდი ყურადღება ეთმობა ნაწილში სპორტს. ჩამოყალიბებულია და მუშაობს სახანძრო-გამოყენებითი სპორტის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის მძლეოსნობის სექციები. მრავალი სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით არიან დაჯილდოებული ნაწილის სპორტსმენები პირად და გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული გამარჯვებისათვის, მაგრამ, რაც ნაწილში სპორტის ოსტატი რ.გობოზოვი გადმოვიდა, საქმე სულ უფრო კარგად წავიდა. სისტემატურად ტარდება საწვრთნელი მეცადინეობები სახანძრო-გამოყენებით სპორტში. მიმდინარე წლის მაისში ჩატარებულ პირად გუნდურ შეჯიბრებაში სახანძრო გამოყენებით სპორტში ნაწილის სპორტსმენებმა: რ.ამაშუკელმა, გ.ადამაშვილმა, ბ.ხუგაევმა, რ. გობოზოვმა, ვ.აფციაურმა, კ.კოკოევმა, ა.გიგოევმადა ო.შევარდნაძემ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
მეხანძრეები მთელი სისწრაფით საბრძოლო მანქანებისაკენ უნდა გაიქცნენ, რომ დროულად მივიდნენ ადგილზე და ცეცხლისაგან გადაარჩინონ მოქალაქეთა ქონება.
სამსახური არც დღისით და არც ღამით არ წყდება, მეხანძრეები მუდამ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რომ დახმარება აღმოუჩინონ ყველას, ვისაც ცეცხლისაგან საშიშროება მოელის.
1967წ.

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.46-50
1653
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.