ცეცხლს ნუ ეთამაშებით » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლს ნუ ეთამაშებით

1960 წლის 20 სექტემბერს ჩვენი ქარხნის ზოგიერთი მუშაკის და ნაწილობრივ დამხვევ-საიზოლაციო უბნის მუშის ზ.ნანაიშვილის, მ.ფანჩულიძის და ოსტატის თანაშემწის ა.ჯგუბურიას დაუდევრობის გამო ლამის ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი უფრო ხშირად იმის შედეგია, რომ ზოგიერთი მათგანი უყურადღებობას იჩენს ხანძარსწინააღმდეგო ღონიძიებათა გატარების საქმისადმი და დაუდევრობით თავად ქმნიან მისი წარმოშობის კერას. ნანაეიშვილმა და ფანჩულიძემ ჩართეს №3 ღუმელი და წავიდნენ...
მათ სხვას გაააბარეს მეთვალყურეობა, სინამდვილეში არც კი ახსოვთ ვის თხოვეს ასეთი და უფროსწორად მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს ჩართული ღუმელი.
საშინელებაა წარმოიდგინო თუ რა მოყვებოდა ამ დოყლაპიობას; რაზე ფიქრობდნენ ისინი როცა ჩართულ ღუმელს სტოვებდნენ?
მათი ეს დაუდევრობა მხედველობიდან გაეპარა, ოსტატის თანაშემწეს ა.ჯგუბურიას.
დირექციამ სამართლიანად დასაჯა სამთავე.

ო.გიგაშვილი
ელექტროგამაძლიერებელი ქარხნის საშვები ბიუროს უფროსი.
კედლის გაზეთი „მანქანათმშენებელი“ №9
1960 წლის ნოემბერი


გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

1452
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.