გაიხსნა სახანძრო საზოგადოების კავშირის ფოთის ფილიალი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » გაიხსნა სახანძრო საზოგადოების კავშირის ფოთის ფილიალი

გაიხსნა სახანძრო საზოგადოების კავშირის ფოთის ფილიალი

სახანძრო საზოგადოების კავშირის ფოთის ფილიალი წარმოადგენს საქართველოს სახანძრო საზოგადოების კავშირის განცალკევებულ ქვედანაყოფს, რომელიც შეიქმნა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში. პრობლემების შესახებ გევსაუბრება ფილიალის დირექტორი ბატონი ჯემალ მაისაია:
ფილიალის მიზნები და ამოცანებია კავშირის დაქვემდებარებაში მყოფ ქალაქებსა და რაიონებში განლაგებული ორგანიზაციების ძალისხმევითა და საშუალებების ისეთი პროფილაქტიკური და ორგანიზაციულ მასობრივ ღონიძიებათა განხორციელება, რომელთა მიზანია ხანძრების თავიდან აცილება, ან მათი წარმატებით ჩაქრობა. დაკვეთისა და ანაზღაურების პირობებში ვამზადებთ სახანძრო ტექნიკურ პროდუქციას (ცეცხლსაქრობები, მათი სამუხტი საშუალებები და სხვა). ვაწარმოებთ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს, როგორებიცაა ცეცხლსაქრობების გამოცდა, შეკეთება და დამუხტვა; სახანძრო სიგნალიზაციის, ცეცხლქრობის ავტომატური საშუალებებისა და სახანძრო წყალგაყვანილობის დანადგარების მოწყობა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, მასთან დაკავშირებული საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენას.
ასევე, ვაწარმოებთ ყველა სახის ღუმელებისა და ცეცხლის კერების, საკვამლეების შემოწმებას, შეკეთებას, გადაწყობას, გაწმენდასა და მათ ვარგისიანობაზე აქტების გაცემას, შენობა- ნაგებობების, ხის კონსტრუქციების ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარით დამუშვებას, შინაგანი ელექტროქსელებისა და ჩასამიწებელი მოწყობილობების შემოწმება -შეკეთებას.
მონაწილეობას ვღებულობთ საწარმოების, ორგანიზაციებისა და საცხოვრებელი სახლების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის საზოგადოებრივ დათვალიერებაში.
ფილიალი განიხილავს რეგიონებში დასაქმებული კავშირის ასოცირებული წევრობის კანდიდატების განცხადებებს და ღებულობს გადაწყვეტილებებს მათი გაწევრიანების შესახებ. ფილიალი უფლებამოსილია კავშირის წესდების, დებულებებისა და ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში კავშირის წევრთა მიმართ გამოიყენოს სანქციები გაფრთხილებისა და საყვედურის სახით, საჭიროების შემთხვევაში კავშირის საწევრო კომიტეტში დასვას საკითხი წევრის, ფედერაციიდან გარიცხვის შესახებ. ასევე, ფილიალი ვალდებულია, აწარმოოს რეგიონში კავშირის წევრების, ფილიალის შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა, შეადგინოს ბიუჯეტი და წარადგინოს ფინანსური ანგარისგება ფედერაციაში.
ფილიალს მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, წარმოადგენს ფილიალს მესამე პირებთან ურთიერთობაში, განაგებს ფილიალის ქონებასა და ფულად სახსრებს, ფილიალის სახელით დებს გარიგებებს, ხსნის ანგარიშსწორებისა და სხვა ანაგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ხელს აწერს საფინანსო დოკუმენტებს. განიხილავს და წყვეტს მის კომპენტეციაში შემავალ საკითხებს, ანგარიშვალდებულია კავშირის გამგეობის წინაშე.
ფილიალის ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხევაში - რეგისტრაციის გაუქმების, თუ ფილიალი გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა, მაგრამ თუ გამგეობის წევრებს შორის ადგილი აქვს უთანხმოებას, მაშინ ლიკვიდაციას ახორციელებს ქ.ფოთის სასამართლო.
ფილიალის იურიდიული მისამართია: ქ.ფოთი, წმინდა გიორგის ქუჩა №9.

ტრისტან მანია

გაზეთი „ფოთის უწყებანი“ დეკემბერი 2000 წელი. გვ.5
1323
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.