"სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

გადმოწერა: -.pdf [51.42 Kb] (ჩამოტვირთები: 14)
საქართველოს კანონი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციოკოდი:140070000.05.001.017468) 56-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა).“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2015 წლის 10 იანვრამდე:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსშექმნასთანდაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივითვითმმართველობისორგანოებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონება (მათ შორის, შენობა- ნაგებობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დასხვა)დასამსახურებრივიდოკუმენტაციასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცენ სააგენტოს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივითვითმმართველობისორგანოებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღისთვის მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციისათვისაუცილებელიღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,სახელმწიფორწმუნებულების −გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებმა/დანაყოფებმა (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები განახორციელონ და დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ 2015 წლის 10 იანვრამდე. 2015 წლის 30 იანვრამდე სალიკვიდაციო კომისიები ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დარჩენილი ქონების (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში) სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, სალიკვიდაციო აქტის შედგენას დამისი ერთი ეგზემპლარისსააგენტოსთვისწარდგენას,რისშემდეგაც სალიკვიდაციო კომისიების საქმიანობა წყდება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, http://www.matsne.gov.ge 14007000005001017487
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ ამ სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;
დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 10 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
30 ივლისი 2014 წ.
N2586-რ
1230
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.