პირველადი დახმარება. წყალში დახრჩობისგან დაზარალებულის შველა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » პირველადი დახმარება. წყალში დახრჩობისგან დაზარალებულის შველა

პირველადი დახმარება. წყალში დახრჩობისგან დაზარალებულის შველა

დახრჩობა არის პროცესი, პირველადი სასუნთქი სისტემის დაზიანებით, რაც გამოწვეულია წყალში - სითხეში ჩაძირვით.85% შემთხვევებისა მოდის მამაკაცებზე, 2/3 % -მა არ იცის ცურვა.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დახრჩობას :ალკოჰოლი, ტრავმა, შიში, პანიკა.
წყალში ჩაძირვა იწვევს ფილტვის შეშუპებას და ჰიპოქსიას. დამხრჩვალის მართვა, მიუხედავად იმისა მტკნარ თუ მარილიან წყალშია ერთნაირად წარიმართება.
დაზარალებულს ნაპირზე გამოყვანის შემდგომ ვაწვენთ ზურგზე, ვამოწმებთ ცნობიერებას, თუ დაზარალებული უგონოდაა გადავუწევთ თავს უკან და 2 თითით ნიკაპს წამოვწევთ წინ და ზემოთ. შევამოწმებთ სუნთქავს თუ არა. თუ სუნთქვა არაა ვაკეთებთ 2 საკონტროლო ჩაბერვას პირით -პირში.თუ ამ საკონტროლო ჩაბერვით ვხედავთ რომ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს, ე.ი სასუნთქი გზები დახშულია წყლით და უნდა მოვახდინოთ მისი გამოდევნა. ამისათვის ვაწარმოებთ 15 ზეწოლას გულმკერდის ძვლის ქვედა მესამედზე (ძუძუს დვრილების შემაერთებელი ხაზის შუა მიდამოში), ამ მეთოდით ჩვენ გამოვდევნით წყალს სასუნთქი გზებიდან და გავანთავისუფლებთ მათ. ამის შემდეგ შესაძლოა სუნთქვა აღდგეს .თუ სუნთქვა კვლავ არაა, ორი საკონტროლო ჩაბერვის შემდეგ ვამოწმებთ ხომ არ მივიღეთ -ხველა, მოძრაობა, სუნთქვა. თუ ეს ნიშნები კვლავ არაა ვიწყებთ გულ-ფილტვის რეანიმაციას, ზემოთ აღნიშნულ მიდამოზე ვადებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელის მტევნებს და ვიწყებთ ძლიერ ზეწოლას: 30 ზეწოლა -2 ჩაბერვა (ასეთი ციკლი 2 წუთში, სულ 10 ჩაბერვა)

დაავადება
2664
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.