პირველადი დახმარება . როგორ აღმოვუჩინოთ - დამწვრობის დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » პირველადი დახმარება . როგორ აღმოვუჩინოთ - დამწვრობის დროს

პირველადი დახმარება . როგორ აღმოვუჩინოთ - დამწვრობის დროს

ყველა სახის დამწვრობას აერთიანებს კანის ერთი ან რამდენიმე ფენის დაზიანება. თუმცა, დამწვრობის დროს, პირველადი დახმარების სწორად გასაწევად აუცილებელია გავითვალისწინოთ კანის საფარის დაზიანების ხარისხი და ფაქტორი, რომელიც გახდა დამწვრობის მიზეზი. იქნება ეს ორთქლი, ცხელი წყალი, ცეცხლის ალი, ქიმიური ნივთიერება, მჟავა ან ტუტე.

საფეხურები

1. კანის ზედაპირული ფენის თერმული დამწვრობის დროს (ორთქლით, ცხელი წყლით ან ცეცხლის ალით) სხეულის დაზიანებული ნაწილი შეუშვირეთ ცივ წყალს, შემდეგ კი, შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაადეთ ყინული. ეს შეამცირებს ტკივილის გრძნობას და უკვე რამდენიმე დღეში სრულად გაქრება დაზიანების კვალი.
2. თერმული დაზიანების დროს, როცა მას ახლავს სხეულის ზედაპირზე ბუშტების წარმოქმნა, შეუშვირეთ დაზიანებული ნაწილი ცივ წყალს და დაადეთ ყინული. არავითარ შემთხვევაში არ გახეთქოთ ბუშტები. თუ დამწვრობის ხარისხი მაღალია სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ დამწვრობითი შოკი და ორგანიზმის ინტოქსიკაცია.
3. თერმული დამწვრობის დროს (ცეცხლის ალით) ქსოვილის დაზიანებისას არ ეცადოთ ტანსაცმლის ნარჩენების მოცილებას. დამწვარ ადგილზე დაასხით წყალი ტანსაცმლის გაუხდელად. შემდეგ დაადეთ მასზე გაუთოებული მარლის ნაჭერი ან სუფთა ბამბის ქსოვილის ნაჭერი და გადაიყვანეთ დაშავებული საავადმყოფოში.
4. დიდი მოცულობის მქონე თერმული დამწვრობის დროსაც დაზარალებულს დაასხით დამწვრობის ადგილზე ცივი წყალი. შემდეგ შემოახვიეთ ტანზე მას სუფთა ზეწარი და სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე, შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარშემო შემოულადეთ სათრბურები (ე.წ. "გრეკლა") და დაალევინეთ თბილი სასმელი. საავადმყოფოსკენ ტრანსპორტირების დროს შემოახვიეთ თბილი გადასაფარებელი. ამ ზომების მიღება აუცილებელია სხეულის გადაციებისგან თავის ასაცილებლად, რომელიც სწრაფად ვითარდება დიდი ფართობის დამწვრობის დროს. მოცემულ შემთხვევაში დახმარების სწორ აღმოჩენაში იგულისხმება დაზარალებულის სწორი მოვლაც.
5. ქიმიური დამწვრობის დროს არ ჩააყოფინოთ დამწვარი ადგილი ცივ წყალში, არამედ შეუშვირეთ იგი ცივი წყლის ძლიერ დინებას 5-7 წუთის განმავლობაში. ქიმიური ნივთიერებების შემთხვევაში აუცილებელია მათი საგულდაგულო მოშორება კანის ზედაპირიდან. შემდეგ მაშინვე მიმართეთ ექიმს. ეს მეთოდი დაგეხმარებათ ბევრად ძლიერი კანის დაზიანებისგან თავის არიდებაში.
6. 6პირის ღრუს ძმაროვანი დამწვრობის დროს დაალევინეთ დაზარალებულს რძე და დაუყონებლივ გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება. კანის ზედაპირის ძმროვანი ან სხვა სახის მჟავებით დამწვრობის დროს გადაასხით წყალი დაზიანებულ ადგილს და მოახდინეთ მჟავის მოქმედების ტუტე ხსნარით ნეიტრალიზება - 2% ნახშირორჟანგიანი სოდით. გამონაკლისს წარმოადგენს გოგირდის მჟავით გამოწვეული დამწვრობა, ვინაიდან მისი წყალთან ურთიერთქმედება იწვევს სითბოს გამოყოფას, რაც უფრო მეტად ზრდის კანის დამწვრობას. ამ შემთხვევაში მჟავის მოქმედების ნეიტრალიზება უმჯობესია პირდაპირ ტუტე ხსნარის გამოყენებით.
7. გოგირდით დამწვრობის დროს დაზიანებული ადგილი დაბანეთ წყლით და დაამუშავეთ მჟავე ხსნარით- ლიმონის ან ძმრის მჟავის 2%-ანი ხსნარით.
8. ჩაუმქრალი კირით დამწვრობის დროს არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ კანი წყლის საშუალებით, არამედ სასწრაფოდ მოაშორეთ კირის ნაწილები ნებისმიერი ტიპის ზეთში ამოვლებული ბამბის ქსოვილის საშუალებით. შემდეგ გადააფარეთ მარლის ხელსახოცი და მიმართეთ ექიმს.

http://www.rogor.ge/article_2_rogor-vimkurnalot-kanis-mdzime-damwvroba.html
4143
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.