პირველადი დახმარება, როგორ აღმოვუჩინოთ ადამიანს, რომელიც იხრჩობა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » პირველადი დახმარება, როგორ აღმოვუჩინოთ ადამიანს, რომელიც იხრჩობა

პირველადი დახმარება, როგორ აღმოვუჩინოთ ადამიანს, რომელიც იხრჩობა

საცურაო სეზონის გახსნასთან ერთად ყოველთვის იმატებს წყალში მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი. გასაჭირში მყოფი ადამიანის დასახმარებლად საჭიროა ცურვისა და ჩაყვინთვის კარგად ცოდნა, ასევე იმის, თუ როგორ დაეხმაროთ ნაპირზე გამოყვანილ ადამიანს.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
• ამიაკი
• კატაბალახას ნაყენი
• კორვალოლი
• "გრელკა" ან საბანი

საფეხურები

1. იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც იხრჩობა, შეატყობინეთ რაც შეიძლება მაღალ ხმაზე, რომ მის დასახმარებლად მიდიხართ. ამით გაამხნევებთ და ენერგიას შემატებთ. დროის დაუკარგავად გაიხადეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ნავი და მისი გამოყენებით მიუახლოვდით საფრთხეში მყოფს, ოღონდ აუციელბლად წინიდან, რადგან გვერდიდან ამოძრომის მცდელობის შემთხვევაში თქვენი ნავი დაკარგავს წონასწორობას და გადატრიალდება.
2. ნავის არ არსებობის შემთხვევაში ჩაყვინთეთ წყალში და გაეშურეთ საშველად. დაზარალებულთან მიახლოებისას გაითვალისწინეთ, რომ ის დაიწყებს გაუცნობიერებლად ჩაჭიდებას და თქვენი კიდურების დაბლოკვას, რამაც შეიძლება თქვენ ჩაგაგდოთ უარეს საფრთხეში. ამის თავიდან ასაცილებლად ჩაყვინთეთ წყალში და შეეცადეთ მისგან განთავისუფლებას - ამ მოქმედების შემდეგ ის ინსტიქტურად გაგათავისუფლებთ, რათა უფრო დიდხანს შეძლოს წყლის ზევით გაჩერება.
3. არსებობს ასეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანის გამოყვანის ორი მეთოდი. პირველი გამოიყურება ასე: თქვენი მხრები მოაქციეთ დაზარალებულის გაშლილი ხელების მაჯის ქვეშ და გაცურეთ ნაპირისკენ ბრასით. ასევე შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ, ცალი ხელით მოეჭიდოთ დაზარალებულის ნიკაპს და ასეთ მდგომარეობაში გაცუროთ ნაპირისკენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მისი თავი ყოველთვის წყლის ზევით იყოს. შეეცადეთ მიჰყვეთ დინებას, რადგან ასეთ სიტუაციაში ყველაზე დიდი ფასეულობა თქვენი ენერგიაა.
4. ნაპირზე გამოსვლის შემდეგ დაუწმინდეთ დაზარალებულს პირის ღრუ (იქნება ეს ქვიშა, წყალმცენარეები თუ სხვა რამ). დააწვინეთ იგი მუცლით საკუთარ მოხრილ მუხლზე და რამდენჯერმე მიარტყით ზურგზე, მუცლის წყლისგან გასუფთავების სტიმულირებისთვის. შემდეგ გადმოაბრუნეთ და ზურგით დააწვინეთ მიწაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისათვის მან არ განაგრძო სუნთქვა, გაუკეთეთ ხელოვნური სუნთქვა.
5. დაზარალებულს ზურგის ქვეშ ამოუდეთ ქურთუკი ან გადასაფარებელი. მიიღეთ ისეთი მდგომარეობა , რომ მისი თეძო აღმოჩნდეს თქვენ მუხლებს შორის. ორივე ხელის მეშვეობით დააწექით გულმკერდის ქსოვილის ორივე მხარეს და სწრაფად აუშვით. ამ მოქმედების სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს სუნთქვის სიხშირეს (არაუმეტეს 15-16 ერთი წუთის განმავლობაში) ამასთან ერთად შეეცადეთ დაზარალებულს დაუმასაჟოთ ნერვული დაბოლოებები, შეუმოწმეთ პულსი, მიადეთ ნესტოებთან ამაიკით გაჟღენთილი ცხვირსახოცი. ყურადღება მიაქციეთ ენის მდგომარეობას.
6. მაშინ, როცა ადამიანი დაიწყებს აზრზე მოსვლას, გაათბეთ იგი. არ შეწყვიტოთ გულმკერდის ქსოვილის მასაჟი იქამდე, სანამ იგი არ დაიწყებს სრულფასოვნად სუნთქვას. გულის არევის შემთხვევაში დააწვინეთ გვერდულად და ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლომდე შეძლოს ჩაყლაპულიდან განთავისუფლება. შემდეგ დაალევინეთ კატაბალახას ან კორვალოლის ნაყენის რამდენიმე წვეთი და აუცილებლად წაიყვანეთ ექმითან.

წყარო:www.rogor.ge
3078
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.