უსაფრთხოება მატარებელში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

უსაფრთხოება მატარებელში

ეცადეთ მოთავსდეთ ცენტრალურ ვაგონებში (ყველაზე ნაკლებად ზიანდებიან ავარიის დროს) დიდგაბარიტიანი და მძიმე საგნები მოათავსეთ ძირს. ძლიერი ბიძგის დროს შეიძლება ჩამოვარდეს და დაგაზიანოთ.
ნუ ჩახერგავთ კუპის კარებს. (ღამით, ექსტრემალურ სიტუაციაში გაგიჭირდებათ გამოსვლა)დაიმახსოვრეთ სად დევს თქვენი ტანსაცმელი, საბუთები, ფული (იმ შემთხვევისთვის, თუ მოგიწევთ სიბნელეში ვაგონის სასწრაფოდ დატოვება) მაგიდიდან აიღეთ ბოთლი, ჭიქა, საჭმელი და ა.შ. ბიძგის დროს ნამსხვრევებმა რომ არ დაგაზიანოთ.
გვერდითა საწოლ ადგილზე განთავსდით ფეხებით მოძრაობის მიმართულებით, რათა გამოირიცხოს კისრის მალების მოტეხილობა დაჯახებისას სხეულის მკვეთრი გადაადგილების გამო

კატასტროფის დროს

დარტყმის დროს ეცადეთ ხელებით ჩაეჭიდოთ კუპის უძრავ დეტალებს, ფეხებით მიაჭირეთ ზედა თაროს, კედლებს, და ა.შ. დახუჭეთ თვალები შუშის ნამსხვრევებისგან დასაცავად. მოეხვიეთ ბავშვს ისე რომ სახე თქვენსკენ ჰქონდეს, ხელი დააფარეთ თავზე.
როცა ვაგონს დაუბრუნდება სტაბილური მდგომარეობა, დაათვალიერეთ და განსაზღვრეთ ევაკუაციის მარშრუტი. თუ არ არის ხანძრის საფრთხე, ნუ იჩქარებთ გამოსვლას, გაუწიეთ პირველადი დახმარება დაზარალებულებს, დაამშვიდეთ ბავშვები. ვაგონიდან გამოდით სათითაოდ, გზა დაუთმეთ ბავშვებს და ქალებს.
თუ ვაგონი გადაბრუნდა ან დაზიანებულია, ჩაამსხვრიეთ ფანჯრები რაიმე საგნებით, ფეხებით, გაასუფთავეთ ნამსხვრევებისგან და გადაძვერით ფანჯრიდან. საკონტაქტო ძალოვანი ელექტრო სადენის გაწყვეტის შემთხვევაში ვაგონს მოშორდით 30-50 მ მანძილზე.
ეცადეთ შეატყობინოთ კატასტროფის შესახებ ექსტრემალურ ტელეფონებზე.
2212
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.