უსაფრთხოება ავტომობილი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

უსაფრთხოება ავტომობილი

მანქანის გასაღები გქონდეთ წინასწარ მომზადებული და გეკავოთ ხელში შეუმჩნევლად.
სანამ მანქანაში ჩაჯდებით, დაათვალიერეთ, უცხო პირი ხომ არ იმყოფება შიგნით.
როგორც კი მანქანაში ჩაჯდებით, ჩაკეტეთ კარები.
თუ შეამჩნევთ რომ საეჭვო მანქანა მოგყვებათ, მოუხვიეთ ზედიზედ მარჯვნივ ან მარცხნივ 4-5 ჯერ, თუ საეჭვო მანქანა კიდევ მოგყვებათ, ეცადეთ მიხვიდეთ უახლოეს პოლიციის პოსტამდე.
მანქანიდან გადმოსვლამდე მიმოიხედეთ ირგვლივ. მანქანის გასაჩერებლად ნუ აირჩევთ ისეთ ადგილებს სადაც იმყოფებიან არაფხიზელი კომპანიები და საეჭვო პირები
ავარიის შემთხვევაში ნუ იკამათებთ მეორე მანქანის მფლობელთან და ნუ მისცემთ საბუთებს, ეცადეთ შეატყობინოთ პოლიციას.
თუ თავს დაგესხნენ ავტოსადგომზე თქვენი მანქანიდან მოშორებით და სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ეცადეთ შეძვრეთ რომელიმე მანქანის ქვეშ და მოუხმოთ მშველელს
1264
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.