როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს

როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს

შეეცადეთ დატოვოთ ის ადგილი, რომლის დატბორვის მეტი ალბათობაა, ძირითადად ესაა დაბლობები, სახლის სარდაფი და პირველი სართული.
პირველი სართულის ფანჯრები და კარები ამოჭედეთ გარედან ფიცრებით;
ეცადეთ მოძებნოთ შემაღლებული ადგილი მოთავსდეთ სახლის სხვენზე ან უკიდურეს შეთხვევაში სახურავზე.
ნუ შეაფარებთ თავს შენობას რომელიც შესაძლოა გარშემო დაიფაროს წყლით, ის შესაძლოა ჩამოიშალოს. მაქსიმალურად ერიდეთ მავთულებსა და ელექტრო კაბელებს.
ნუ ეცდებით გადაადგილებას სტიქიის აქტიური ფაზის მიმდინარეობისას.
უფრთხილდით გველებსა და სხვა მცირე ზომის ქვეწარმავლებს, რომლებიც ასევე არიან შეშინებული სტიქიით და ცდილობ შემოიჭრან შენობებში.
ძვირფასი ნივთები გადაიტანეთ სახლის ზედა სართულზე.
სასურველია თუ თან გექნებათ სანათი ელექტონერეგიის გათიშვის შემთხვევაში ხელთან ახლოს გქონდეთ წითელი ან თეთრი ფერის ქსოვილიც, მაშველებისთვის სანიშნად რომ გამოიყენოთ.
თუ წყალდიდობის გამო ევაკუაციაა გამოცხაებული თან უნდა წაიღოთ თქვენი პასპორტი, რამდენიმე დღის სამყოფი საკვები, პირველადი მოხმარების მედიკამენტები და თბილი ტანსაცმელი. ევაკუაციისას თქვენ უფლება გაქვთ თან იყოლიოთ თქვენი შინაური ცხოველი.
6608
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.