„ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » „ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“

„ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“



კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელი „ოქროს ბიჭების დიდი ოჯახისა“
ალუდა გალოგრე - სწორედ ისეთია თავისი ფიზიკური და სულიერი მონაცემებით, როგორიც წარმოდგენაში გვყავს ამ გმირული საქმიანობის მქონე ადამიანები. „კარგი მორაგბე ან მოჭიდავე შეიძლება იყოს-მეთქი“ - გავიფიქრე მისი დანახვისას და წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა ფიქრებმა და შეფასებამ გამიმართლა, თითქოს სამ უცნობიანი „ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“ ფუნქცია ამომეხსნას. ალუდა ფოთის სახანძრო სამსახურის ოცეულის მეთაური, მაიორი ლანჩხუთის რაიონიდანაა. სოფელი ლესადან. ლანჩხუთის რაიონი როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთიანი კუთხეა. დაილოცოს მთის ძალა და მადლი. მხოლოდ აქ შეიძლება გაიზარდონ ასეთი „მთასავით“ ვაჟკაცები და სახანძრო საქმეც ასეთი ვაჟკაცური და დიდი ძალის მქონეთა ხვედრია. ალუდა 1969 წელს დაიბადა. მან აღზრდის ნამდვილ ქართულ-ტრადიციულ ოჯახში გაიარა, იცის ოჯახის, და-ძმობის, ქართული მიწის მადლი და სიყვარული. ასეთი ადამიანები არიან ქართული ტრადიციის ბალავარიც, რადგან საქართველოში ბევრი ტრადიცია, რომელსაც უწოდო ერის სირცხვილია დრომოჭმული და გადასაგდები.
ეს კარგად ესმის ალუდას და ალბათ ამიტომაცაა მიუხედავად იმისა რომ შეეძლო მრავალთა მსგავსად მასაც შეეძინა ქალაქში ბინა მან ეს არ გააკეთა და იცით რატომ?-ის მტკიცედაა მიჯაჭვული ქართულ მიწას, რომელიც დედასავით თბილია, დედასავით ალერსიანი და თუ ღრმად შეიყვარებ ვერ უღალატებ. ეს უღალატობა ქართველს გულის-გულში უზის მხოლოდ უნდა გააცნობიერო. განათლებაც მშობლიურ სოფელში მიიღო. დაამთავრა 1987 წელს. გმირობისაკენ, სიკეთის კეთებისაკენ სკოლის მერხიდანვე ილტვოდა. ალბათ ამიტომაც იყო მიწისძვრით დანგრეული რაჭის აღსადგენად უყოყმანოდ რომ წავიდა და თითქოს მის აღდგენამდე არ მიუტოვებია. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უყოყმანოდ მოიხადა ვალი ბელორუსიაში. ისწავლა სამშობლოს დაცვის ანა-ბანა და როგორც ყველა ქართველს, მასაც ნაწილში ყველა პატივს ცემდა. მე რა თქმა უნდა დავინტერესდი ამ „საიდუმლოთი“.
-ალბათ იმიტომ რომ ქართველი ჯარისკაცები არ ვიყავით ზარმაცები. არ გავურბოდით საქმეს და კეთილსინდისიერად ვეკიდებოდით იმ ვალდებულებას რაც სამხედრო სამსახურშია, ყველაზე მეტად კი ჩვენში მგონი „ქართული ვაჟკაცობა“ მოწონდათ, ანუ არც არავის დავჯაბნიდით და არც არავის მივცემდით უფლებას ჩვენი მეობის შელახვა „ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“ეკადრებინათ და კიდევ არც-ერთ პირობებში ქართველი ჯარისკაცი „ჩამშვები“ არ იყო, ასეთი კი სიმართლე გითხრათ არც ერთი ერის წარმომადგენელი არ იყო.
ალუდა ჭიდაობის სექციაში ვარჯიშობდა და მრავალჯერაც მიიღო გამარჯვების სიტკბო და სიამაყე. მრავალი სიგელი ამშვენებს მის წარსულ მიღწევეებს ახლა ასე ტკბილად რომ იგონებს.
ჯარიდან დაბრუნებულს რაღაც ახალი სიო დახვდა და მართლაც არ დააყოვნა „ახლის მოლოდინმა“ და საქართველომ დიდი ხნის ნანატრი „თავისუფლება“ მიიღო, მაგრამ მძიმე გამოდგა ტვირთის ტარება ეს სიმძიმე ბუნებამაც გამოხატა და იმერეთ-რაჭას მიწისძვრა დაატყდა. ახალ ფეხადგმულმა მთავრობამ საოცარი ვაჟკაცობით გაუძლო ჭირს და სირცხვილი არ უჭამია იმ ხალხის წინაშე, ვისაც სწამდა ქვეყნის მომავალი. ალბათ ამ შრომამ, ხალხის განწყობამ უბიძგა არჩევანისაკენ და ალუდამ სწავლა პოლიციის აკადემიაში გააგრძელა, სახანძრო განხრით. საოცარია ბედი კაცისა. წლები გავიდა, სანამ ცხოვრებაში სავალ გზას აირჩევდა და მაინც გონებამ უკარნახა რა იყო მისთვის ბედნიერებისაკენ გზა. აკადემიის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა ფოთის სახანძრო სამსახურში.
-ჩემთვის კოლექტივის რაობის შეცნობა, თუ არ ჩავთვლი სამხედრო სამსაახურს, ფოთის სახანძრო რაზმიდან დაიწყო არ შემიძლია არ ავღნიშნო ბატონი თენგიზ ხაზალია, რომელიც მაშინ ფოთის სახანძრო სამსახურის უფროსი იყო და მისი დიდი დამსახურებაა ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება ასევე ამური მაისაია,რომელიც ჩემთვის კაცური ცხოვრების მაგალითია. მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ნაწილი ამ მტკიცედ შეკრული კოლექტივისა, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.“
როგორც უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე, ოცეულის მეთაური და წოდებით მაიორია. აქ ჩვენ საუბარში ერთვება ამური მაისაია - იგი არა მარტო, როგორც პიროვნება არის შესანიშნავი არამედ, როგორც დარგის საუკეთესო მცოდნე, მას აქვს პოტენციალი იყოს უფრო მაღალ საფეხურზე, მაგრამ იგი სოფელს ვერ ანებებს თავს ამიტომ შინაგანი პატიოსნება არ აძლევს უფლებას, რადგან სრულად ვერ ხარჯავს შესაძლებლობებს არ აქვს „პრეტენზია“, რადგან ვერ გუობს „ორი კურდღლის“ მდევარ ადამიანებს.„ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“
სოფელში კარგად გამართული მამული და სახლ-კარი აქვს, თანამედროვე სახლად აქცია ბაბუასეული ოდა. ოჯახის შექმნაშიც კი, „ვალდებულების“ კაცია, როცა სოფლის ცხოვრება თავისი წარმოდგენით ისე გამართა რომ „წუნს ვერავინ დაუდებდა ცოლი მერე მოიყვანა რათა ექცია სახლი: „სიმაგრედ“, სადაც ყოველი კარის შეღება სასურველი და სასიხარულოა. ალღომ არც ეხლა უმტყუნა და მისი არჩევანი - სოფიკო პატარაია სწორედ ის ქალი აღმოჩნდა, რომელიც აძლიერებს და ალამაზებს კერსას. მიუხედავად იმისა რომ პროფესიით პედაგოგია არ უფიქრია კაცის და ქალის თანასწორობაზე, არამედ წინ დააყენა შვილების ღირსეული აღზრდა და ოჯახის გაძღოლა. მე, რომელსაც უკვე ტვინი მიღრძო იმის სმენამ რომ ქალი კაცის თანასწორია და თანაბარ კვოტებსაც კი ითხოვენ, ფიქრობენ კი? ვინ აღზრდის შვილებს, ძიძები? ღმერთმა გვაშოროს ყველა ასე აზროვნებდეს. აი, სოფიკო კი მართლაც სასახელო ქართველს ზრდის.
პირველი ვაჟი ირაკლი მე-11 კლასელია და გული იმედით და სიხარულით მევსება, რომ იგი წარჩინებული მოსაწავლეა და გასულ წელს, როგორც წარჩინებული, კომპიუტერით დაჯილდოვდა. კარგად სწავლობს და რაგბსაც კარგად თამაშობს, როგორც გავიგე „იმედის მომცემი“ ბიჭია. მე-2 შვილი ქეთევანი მე-5 კლასელია და ისიც წარჩინებული მოსწავლე. აბა ამაზე დიდი საქმე რა უნდა გაუკეთოს ქვეყანას ქალმა, გარდა ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნისა. ემრავლოს ასე საღად მოაზროვნე ქართველ დედებს. ისინი სულიერებას ქმნიან მატერიალური მხარე კი, მივადოთ კაცებს, ეს მათი საქმეა და ნუ ვეცდებით ქვეყნის მდინარის დინების შეცვლას, რადგან ეს კარგს არ მოგვიტანს. ჩვენი იდენტობა უფალმა განსაზღვრა და მას ნუ ვეცილებით, არ არის კაციობრიობა ამ დონეზე.
ვცდილობ ამ „კაი კაციდან“ მეტი გავიგო, არ გამომრჩეს ის დღე როცა პირველი „ნათლობა“ მიიღო, როგორც მეხანძრემ.
-ჩემი მუშაობის მე-2 დღე იყო, მორიგეობის კი, პირველი დღე. ხანძარი გაჩნდა კოსტავას ქუჩის 9 სართულიან სახლში. პირველად დავინახე ასეთი ხანძარი, ვიწვნიე მისი ძალა და ის საშინელება რასაც ხანძარი „სჩადის“. ამ ამბავს რომ ვიხსენებ ვფიქრობ, რა იყო ეს, ჩემი გამოცდა? მაშინ ხანძრიდან სამი ადამიანი ვიხსენით ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა დამწვრობით. სიტყვით არ გამოითქმის რა გულისტკივილია.
-რა მოდა? რა დავაკელი? და გული და თვალები ცრემლებით ივსება. ამ მძიმე წუთების განცდა გვაძილერებს და გვიბიძგებს სიცოცხლის ფასად გამოვტაცოთ ცეცხლს ადამიანები.„ოჯახი ის ნავსაყუდელია, სამუშაოს დამთავრებას რომ ალამაზებს, როცა მიგიხარია სახლისკარის შეღება...“
წლები იმუშაო ასეთი განცდებით, ადრენალინის სრული წვით ადვილი არ არის. ალბათ. ყოველი დღის მშვიდობიანად დამთავრება კიდევ ერთი დღეა სიცოცხლით ტკბობის. ამიტომაც არიან ეს ადამიანები სიცოცხლის ასე დამფასებელი, ამიტომ ყოფნით ბედნიერების შესაგრძნობად ის, რაც ჩვეულებრივ მოკვდავს არ ძალუძს. სწორედ ეს მენიშნა მის სიტყვებში.
როცა მორიგეობის დღე მთვარდება და წარმოვიდგენ ოჯახს, რომელიც ჩემსავით „სულმოუთქმელად“ მელოდება, გული სიხარულით და ბედნიერებით მევსება. გულიც კი სხვანაირად მიჩქარდება, ოჯახის კარის შეღება და საყვარელი სახეების დანახვა ჩემი ბედნიერებაა, ეს არის ალბათ ოჯახის რაობაც. მათთან ერთად სუფრათან სადილი თუ ვახშამიც ლამაზია და ბედნიერი.
დიახაც, ღმერთმა არ მოაკლოს ეს ბედნიერება და ოჯახური სიმშვიდე ჩვენს ნაღდ ქართველებს, თანამედროვე გმირებს.
206
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა