როგორ მოვიქცეთ თუ მოვყევით ზვავში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » როგორ მოვიქცეთ თუ მოვყევით ზვავში

როგორ მოვიქცეთ თუ მოვყევით ზვავში

მთაში წასვლისას გაეცანით სპეციალურ ინფორმაციას ზვავსაშიში ადგილების შესახებ.
მსგავსი წერტილები ცნობილია, ამასთან ერთად ზვავი ძირითადად დამახასიათებელია გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდებისთვის, უმეტესად მზიამ და თბილ ამინდში როდესაც თოვლის მოჭიდების ძალა ლღვობის გამო სუსტდება.
ზვავის ჩამოწოლის დროს თუ მოახერხებთ სასურველია მოეფაროთ კლდეს, ან შეძვრეთ ისეთ ადგილას, რომელიც თოვლის ნამქერისგან გიხსნით.
გათავისუფლდით ბარგისაგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, მუხლები ხელებით მიიკარით სხეულთან რაც შეიძლება მჭიდროდ, რათა შეინარჩუნოთ სითბო.
ზვავის გაჩერების შემდეგ ეცადეთ იპოვოთ მიწა, უნდა იმოძრაოთ ზევით და სასუნთქი ორგანოების დაფარვის მიზნით სასურველია სახეზე რაიმე აიფაროთ, თუმცა გაითვალისწინეთ ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლება, ძალ-ღონის დაკარგვა ძილიანობის სურვილს გამოწვევს რაც ძალიან სახიფათოა, შეიძლება გაიყინოთ.
არ იყვიროთ! ეს დაუშვებელი და უშედეგოა. თოვლში თქვენი ხმა მაინც დაიკარგება და შესაძლოა პირი თოვლის ნამქერით აგევსოთ.
3066
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.