„გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » „გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“

„გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“



როცა ამური გაცნობს თავის მეგობრებს ან ჩემს რესპოდენტებს, ვგრძნობ მორიგი „ოქროს ბიჭების „ ფონდიდანაა. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. სახანძრო - სამაშველო „გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“ სამსახური ხომ გმირების და ვაჟკაცების საგანძურია, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე კურიოზი შემემთხვა და არ მინდა აღუნიშნავი დავტოვო. გაცნობამდე ამურიმ ბევრჯერ აღინიშნა - აი, რემბოს რომ გაიცნობ ვაჟკაცობის მაგალითს უფრო შეიცნობო. ჰოდა, მეც „შემზადებული“ ვარ რემბოსთან შესახვედრად, ხომ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდების საყვარელი გმირი: „დაკუნთული გოლიათი მხოლოდ რა თქმა უნდა საბრძოლო არსენალის გარეშე; კარზე კაკუნია, ვხვდები ხომ ამური და რემბო მესტუმრნენ, ვაღებ კარებს, ამური კარს „ამოფარებია“, ჩემს წინ დგას ადრე გაცნობილ „ჩასხმული ოქროს ბიჭების „ადგილზე, იმ წუთას გაოგნებულს ასე მომეჩვენა ჩია „გმირს, ეს იმდენად მოულოდნელობა იყო, დანახული ალბათ სასაცილო სახე მივიღე, ამურიც „გამოძვრა“ სამალავიდან და ჩემმა გაოგნებულმა სახემ სიცილის გუნებაზე დააყენა და ცდილობს უხერხულობიდან გამოიყვანოს და ჩემი ახალი სტუმარიც გულღიად იცინის. არ შემიძლია არ ავღნიშნო რემბოს საოცარი ღიმილი, როცა თვალები მხიარულად უნათდებათ, ხოლმე ასეთი ღიმილი მხოლოდ გულკეთილ, უბოროტო ადამიანებს აქვთ. მაგრამ, მე კიდევ ვერ გამოვსულვარ შოკისაგან და გასამართებლად რაღაცას ვხუმრობ, რომ იტყვიან „უკბილოდ“ აი, ასე გავიცანი ჩემი ახალი გმირი, ახალი რესპოდენტი და ბიძგის მომცემი ჩემი „კალმის წვერისა.“
ლევანი ჩხიტუნიძე - დაიბადა ხობის რაიონის სოფ. ახალსოფელში. 1970წელს. მოსამსახურის ოჯახში. მამა საქართველოს ფოსტის ღვაწლმოსილი მუშაკია, ხოლო დედა სკოლანდელი ბავშვების აღზრდას ემსახურებოდა. ჰყავს და-ძმა. ძმა ფუძე ოჯახშია და პაპისეულ მამულს პატრონობს. ლევანსაც აქვს თავისი მიწა და კარგად გამართული სახლ-კარი, უვლის კიდეც, მაგრამ ძმა ეხმარება, როცა ლევანს დრო არ უწყობს ხელს, მიწას კი მოლოდინი არ უყვარს.„გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“
ლევანმა 1988 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და როგორც ყველა ახალგაზრდა, ისიც გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ეს იყო კიდეც სამხედრო სამსახურის როგორც საბჭოთა ქვეყნის დაცვის ბოლო წლები. და ისიც „მაშინდელებივით“ დაბრძენებული ჩამოდის, დამოუკიდებელ ცხოვრებსა კოლექტიურ შრომას და დედის კალთის გარეშე ცხოვრების ავ-კარგს შეჩვეული. ახლა ეს ხალხი რჩება იმ ისტორიის შვილიშვილებსა და შვილთა შვილებზე მთხრობელად, რათა დაანახონ რას ნიშნავს იყო სამშობლოს დამცველი უანგაროდ. სამხედრო სამსახური შორეულ ხაბაროვსკში გაიარა ეს კი ორმაგი წრთობა იყო, დასავლეთ საქართველოს რბილი ჰავით აღზრდილი ბიჭისათვის. 1990 წელს ბრუნდება დემობილიზირებული. და გადაწყვიტა საკუთარი ბუდის ფოთში მოწყობა. ჩამოდის ფოთში. იმ დროს, შეგახსენებთ უკრაინელებმა და რუსებმა მასიურად დაიწყეს უკან, სამშობლოში დაბრუნება და ბინების ფასიც საოცრად დაეცა (სხვათაშორის ფოთში, ბინები და სახლები მთელ საქართველოთან შედარებით ძალიან იაფი იყო. ასე დამკვიდრდა ჯერ ფოთში ხოლო, 1991 წლიდან სახანძრო სამსაურში - ისე შევეჩვიე და შევიყვარე ეს კოლექტივი ფიქრად კი არ გამივლია, მის გარეშე ცხოვრება. 26 წელია ემსახურება სახანძრო საქმეს, 26 წელია ებრძვის ხანძარს და იცავს ადამიანების სიცოცხლეს.
პირველი ჩემი „ცეცხლთან“ ნათლობა, პირველი ხანძარი იყო კერძო საცხოვრებელი სახლი, მაშინ წესიერად არც ვიცოდი ყველა აუცილებელი წესი, მაგრამ ოცეულის ბიჭები „მკარნახობდნენ“, სისწრაფე არ მაკლდა და თავი გავართვი. აი, მაშინ გადავწყვიტე არასოდეს არ ვუღალატებდი არჩეულ გზას და აქ ვდგავარ დღემდე და ასეც იქნება, არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, ჩვენი ურთიერთ სიყვარული. ცეცხლში გამოწრთობილმა ბიჭებმა სხვაგვარი სიყვარული იციან. ჩვენი სიყვარულიც რკინასავით ცეცხლში ნაწრთობია და მაგარი. გამორჩეულად დამამახსორდა რუსთაველის რკალზე ორსართულიანი შენობის (ახლა იქ ელიტელექტრონიქსია) ხანძარი. ძველი ნაგები შენობებს, მოგეხსენებათ შიგა მოპირკეთება, დათბობისათვის ე.წ. „დრანკები“ აქვთ. მათში ხანძრის გავრცელება ქსელივით ხდება, რომ გგონია, ხანძარი დაამარცხე, ახალი კერა ჩნდება. სამი დღე ვებრძოდით ცეცხლს, რომ იტყვიან მუხლჩაუხრელად. და მაინც გავიმარჯვეთ. შენობა განადგურებისაგან ვიხსენით. ვინ იცის რამდენი ასეთი შემთხვევა გვქონია. მახსოვს ისიც დაზარალებული ვერ გვიხსნია და დამწუხრებული დავრჩენილვართ.
„გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“ გამომრჩა აღმენიშნა რომ ლევანი მაშველია და ოცეულის მეთაურის მოადგილე.
-არ შემიძლია საუბარში არ ჩაგეჭრეთ, იგი უღალატო ბიჭია, არ არსებობს კარი, რომ ლევანმა ვერ გახსნას, თანაც ნებისმიერ ფანჯარაში უშიშრად გადადის ცეცხლში, ამიტომ შეარქვეს მეგობრებმა სიყვარულით რემბო და გაჭირვების ტალკვესი.
ცოლის მოყვანა ნამდვიოლად კურიოზული ჰქონდა და უნდა გამოგიტყდეთ მე ქუთაისელებს ვთვლიდი კურიოზის შემქნელებად და აი ფოთში, ისიც სახანძრო - სამაშველო სამსახურში.
30 წლის ხდებოდა, სამსახურით ბინით უზრუნველყოფილი ის კი არ ჩქარობდა, ოჯახის უღლის დადგმას მაშინ მშობლებმა ცეცხლი შეუნთეს და გამოცდილმა მქრობელმა ბოლოს აღიარა „მარცხი“ და გადაწყვიტა დანებება. როგორც ყოველთვის „მაჭანკალიც“ გამოჩნდა „შერჩეული გოგო“ არ მოვიდა და მაჭანკალმა ეს შემთხვევა სათავისოდ გამოიყენა და შესთავაზა თავისი ნათესავი ენახა და ნახა კიდეც. ლევანს გოგო მოეწონა და მასზე იქორწინა. ასე შეირთო ცოლად აბაშელი ია სულავა. შეიქმნა კიდევ ერთი ქართული ბუდე. ერთი წლის შემდეგ „ამაღლდა“ ჭერი და ვაჟიანობაც იზეიმეს. „გაჭირვების ტალკვესი და უღალატო“ერთადერთი ვაჟი ალიკა - 2000 წელს დაიბადა. იგი ახლა მე-11კლასში სწავლობს. ჯერ-ჯერობით მომავალი არ განუსაზღვრავს.
- სოფელი ძალიან უყვარს - ამბობს მამა და მეც ვულოცავ გზას, ჯერ სწავლის ორი წელი წინა აქვს, და ვინ იცის მანამდე იქნებ ბიზნესი და ფერემერობის ინტერესიც დაუდგეს. მიწას არ უნდა „აცდენდეს“ ქართველი, მით უფრო ამ მადლიან მიწას, რომელზედაც შეიძლება ითქვას: „თესლი ხელუკუღმა რომ ისროლო, მაინც ამოვაო. ამ კარგი მამის შვილს მჯერა მომავალიც კარგი ექნება.
372
    

კომენტარები -
2

JFXgoant 26 ივლისი 2017 15:46
Кому будет интересно нашёл отличный Торрент плеер с возможностью быстрого поиска любого торрент файла буквально за считанные минуты по всему ру-нету, а так же удобный и простой плеер для просмотра фильмов онлайн, без скачивания torrent файлов. Без рекламы и без регистрации. Скачать можно здесь www.Kilo-files.tk

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.