ფაქტები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ფაქტები

ფაქტები

1648 წელს, ახალი ამსტერდამის (ქ.ნიუ-იორკის პირველი სახელი 1662-64 წლებში) გუბერნატორმა, ოთხი კაცი სახანძროს მეთაურად დანიშნა. ისინი ვალდებულები იყვნენ შეემოწმებინათ ყველა საკვამური და დამღვევები დაეჯარიმებინათ. ქალაქის მაცხოვრებლებმა, რვა გამოჩენილი მოხალისე მოქალაქე, ზარის ყარაულად დანიშნეს. ისინი დიდი ხის ზარით, ღამით ქალაქში პატრულირებდნენ. თუ ხანძარს შეამჩნევდნენ, იწყებდნენ ზარის რეკვას და შემდეგ აყალიბებდნენ ვედროების ბრიგადას.

1678 წლის, 27 იანვარს, პირველი სახანძრო ძრავების კომპანია შეიქმნა, რომელიც კაპიტანმა, ტომას ატკინსმა დაარსა.

XVII ს-ში საკვამურზე იმდენად მაღალი გადასახადი იყო დაწესებული, რომ მხოლოდ შეძლებული ოჯახები სარგებლობდნენ. ღარიბთა სახლებს კი კვამლისათვის განკუთვნილი სპეციალური სარკმლები ჰქონდათ.

1736 წელს, ბენჟამინ ფრაკლინმა, ფილადელფიაში, გაერთიანებული სახანძრო კომპანია ჩამოაყალიბა.

ჯორჯ ვაშინგტონი, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მოხალისე მეხანძრე იყო. მან ქალაქს პირველი სახანძრო ძრავი უყიდა.

სამოქალაქო ომამდე, ამერიკაში სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი სახანძრო დეპარტამენტები არ იყო. ამ დრომდე კერძო სახანძრო კომპანიები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ პირველი მიასწრებდა ხანძრამდე, რადგან სადაზღვეო კომპანიები შენობის გადარჩენისათვის საფასურს იხდიდნენ. ზოგ ქალაქში დამზღვევები თვითონვე ქირაობდნენ მეხანძრეებს.

პირველი ცნობილი ქალი მეხანძრე, მოლი უილიამსი იყო, რომელმაც 1818 წელს, ქარბუქის და დიდთოვლობის დროს, კაცებთან ერთად შემთხვევის ადგილზე თოკით ტუმბოს მიტანაში მონაწილეობა მიიღო.

ცნობილი რომაელი მხედარმთავარი მარკუს ლიცინიუს კრასუსი ისტორიაში შევიდა. როგორც სპარტაკის აჯანყების ჩამხშობი. მან რომში დააფუძნა საკუთარი სახანძრო სამსახური და ამით დიდი ქონების პატრონი გახდა. ის ფლობდა 200 მილიონ სესტერციუმს (ჟურნალ ფორბსის 2008წ. თებერვლის გამოშვების მიხედვით 169,3 მილიარდი დოლარი). მაგ დროისათვის რომში ძირითადად ხის ნაგებობები იყო და საკმაოდ ხშირი იყო ხანძრის შემთხვევები. შესაბამისად კრასუსის სახანძრო სამსახური დიდიდ მოთხოვნით სარგებლობდა.

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, 2004წელს, საგანგებო სამსახურებში მომუშავე თანამშრომლების, რომლებიც წლების მანძილზე მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურეობდნენ, მემორიალი გაიხსნა.

მიიჩნევა რომ, პირველი გადაუდებელი დახმარება, დაზარალებულს აღმოუჩინა კეთილმა სამარიტანელმა (ლუკას სახარება 10:34). მან დაუმუშავა დაზარალებულს ჭრილობები ზეთითა და ღვინით. შეუხვია, დააწვინა ვირზე და მიიყვანა ფუნდუკში.

1863 წელს მოსკოვში გაიხსნა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობათა პირველი ქარხანა. რომელიც უშვებდა ორთქლის სახანძრო მანქანებს, ცხენით კასრების საზიდრებს, სხვადასხვა სახანძრო ინსტრუმენტს და ა.შ.

1829 წელს პირველი ორთქლის სახანძრო მანქანა გამოჩნდა ქ.ლონდონში, რომელიც გამოიგონეს ბრაიტუაიტმა და ერიქსონმა.

ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტიკ ბუეში წლების განმავლობაში ნიუ-ორკის სახანძრო რაზმში(FDNY) 11 სექტემბერს ტერორისტული აქტის შემდეგ ის დაუბრუნდა სახანძრო რაზმს და რიგით მეხანძრეებთან მხარდამხარ მუშაობდა მაშველად.

საგანგებო ნომერი 999, პირველად, 1937 წლის 30 ივნისს ლონდონში გაიხსნა და ის მსაფლიოში უძველესად მიიჩნევა. სისტემა შემოიღეს მას შემდეგ, რაც 1935 წლის 10 ნოემბერს უმპოლ სთრითზე, ხანძრის შედეგად ხუთი ქალბატონი გარდაიცვალა. მეზობელი კი ამაოდ ცდილობდა სახანძრო სამსახურთან დაკავშირებას.

1916 წელს ჩარლი ჩაპლინმა გადაიღო ფილმი „მეხანძრე“, სადაც მთავარი როლი თვითონვე შეასრულა.

ბენჯამინ ფრანკლინმა 1736 წელს დააფუძნა მეხანძრეთა კავშირი ფილადელფიაში.

აშშ პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი მუშაობდა მოხალისე მეხანძრედ ალექსანდრიაში (ვირჯინიის შტატი) ასევე იყო ვეტერანი მეხანძრეების კომპანიის წევრი. მან შეიძინა და საჩუქრად გადასცა ქალაქს ერთერთი პირველი სახანძრო ეკიპაჟი.

პირველი ადამიანი, რომელმაც „ქუჩის ფარნების“ საშუალებით ქალაქის სრული განათების სისტემა შექმნა, გახლდათ ამსტერდამის სახანძრო სამსახურის ხელმძღანელი - იან ვან დერ ჰეიდენი. მან ნიდერლანდების დედაქალაქში XVII საუკუნეში კერძოდ 1668 წელს ქალაქის ხელმძღანელობას შესთავაზა, რომ ღამის მრავალი დაბრკოლებიდან (დანაშაულთან ბრძოლის ხანძრებისა და სხვა) თავის დასაღწევად ყველაზე კარგი საშუალება, "ქუჩის ფარნების", მთელი ქალაქის მასშტაბით დანერგვა იყო. ამსტერდამის მერიამ შემოთავაზებული პროექტი მოიწონა თავად იან ვან დერ ჰეიდენს შეუკვეთა მათი კონსტრუქცია 1669წელს, იანი ქალაქის განათების სამსახურის შეფად დააწინაურეს აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 1840 წლამდე მთელ ამსტერდამში იანის მიერ დამზადებული ფანრის კონსტრუქციები იყო განთავსებული.
1645
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა