„ოქროს ბიჭი“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

„ოქროს ბიჭი“



ასეთი კომენტარით გამაცნო ამურ მაისაიამ შუა ასაკს მიტანებული ვაჟკაცი. ყველა ოქროს ბიჭმა როგორ მოიყარეთ თავი ეს რა მდიდარი ყოფილხართ - მეღიმება მე.
- არ გეხუმრები მართლა ოქრო კაცია, უანგარო, დაუღალავი, უსაქმოდ ყოფნა რომ არ შეუძლია, საქმე თუ არაა ეს, თავად გამოძებნის. ოღონდ ვინმემ რამე დაავალოს და არა აქვს „ოქროს ბიჭი“ მნიშვნელობა ეს სამსახურეობრივია თუ პირადი, დაუფიქრებად „გადაეშვება თავით“, უანგაროდ და დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს. თანაც, ნამდვილი „ძრავის ექიმია“ - აგრძელებს ამური მეგობრის დახასიათებას, რომელიც, როგორც ვატყობ „სიტყვა ძუნწი“ უნდა იყოს. მნიშვნელოვანი თარიღებიც კი (მხოლოდ შვილების დაბადების დღეებისა) „არ ახსოვს“.
ასე გავიცანი ფოთის სახანძრო სამსახურის მოტორისტი ვეფხვია ყურაშვილი.
იგი 1968 წელს დაიბადა სოფ. ნოსირში.
მამა - ვალერი ნამდვილი სოფელს მიჯაჭვული, ქართულ მიწაზე შეყვარებული მეურნეა. მიწის სიყვარული ვეფხვიას ეტყობა მამისაგან დაჰყვა. ქალაქში ცხოვრების მიუხედავად სოფელში კერა არ მოუშლია და როგორც კი საქმისაგან „თავს აიშვებს“ სოფელში გარბის. უყვარს მიწის სურნელი, განსაკუთრებით ეს სურნელი გაზაფხულზე იგრძობა, როცა მიწას გადმოაბრუნებ და დასათეს -დასარგავად გაამზადებ. აყვავებული ტყემლები და ატმები რომ მოქარგავენ კოინდრით დაფარულ ეზოს, აბა როგორ უღალატოს ამ სილამაზეს. აკი არ ღალატობს. იგი ისეთ ოჯახში იზრდებოდა 5 ბავშვის ცხოვრება რომ ყალიბდებდა. ასეთ ოჯახში სწავლობენ დედ-მამიშვილობას, ურთიერთ სიყვარულს, გასაჭირში ხელის შეშველებას, შრომისა და ოჯახის სიყვარულს სოფლის ავ-კარგიანობას. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქართველმა კაცმა ქვეყანას სოფელი უწოდა, ხოლო სიცოცხლისა და სამყაროს„ოქროს ბიჭი“ ერთობას წუთისოფელი და გულდასაწყვეტია დღეს სოფელი რაღაც კნინობითი ფორმით რომ იხმარება. სოფელია ჩვენი ტრადიციისა და რაობის სათავეც და დამცველიც. ამიტომ იხმარა ამურიმაც უანგარო და ოქრო ბიჭი, რომელიც ქალაქად სანთლითაა საძებნი.
1999 წელს დაქორწინდა მარინა ბუღაშვილზე და იმავე წელს გადაწყვიტა, რადგან კერიის ძალა-ძმა ჰყავდა, რომ იგი კარგი მეურნე და კარგი შვილი, ფუძეს კიდევ უფრო გააძლიერებდა და თავად ქალაქს მოაშურა ახლა აქ საკუთარი, ლამაზ ოჯახი აქვს სოფელსაც არ ღალატობს.
პირველი შვილი, გიორგი 2000 წელს დაიბადა. იგი მე-12 კლასელია. მეორე გოგო - დიანა 2006 წელს დაიბადა და დღეს მე-6 კლასელია. მშვენიერი ოჯახი, ნანატრი ქალ-ვაჟი, საინტერესო სამსახური, მოყვარული, ძმურად გამტანი კოლექტივი, იქ მშობლიურ სოფელში გულის-გულთან ახლოს მშობლები და ალალი ძმა, მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა „ოქროს ბიჭი“ ბედნიერებისათვის, მხოლოდ ერთი, ნიჭია საჭირო, ყოველივე რაც უფალმა დალოცა და მოგცა შენ წილ ქვეყანაზე, უნდა შეიგრძნო და დააფასო, ის აფასებს კიდეც, ამიტომ შეუძლა მთელი გულით მიეცეს საქმეს.
ვუბრუნდებით რეალობას და პროფესიულ საქმეს.
იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას მის გამბედაობას და საზრიანობას რომ გაუსვა ხაზი.
იდგა არასასურველი ამინდი, რომელიც პროვოცირებას უწევს ხანძრების წარმოშობას და რაც ყველაზე საშიშია მის გავრცელებასაც.
ძლიერმა ზენა ქარმა სახურავები ახადა სახლებს, წააქცია ხეები და ამ საშინელებას სახანძროში ზარიც მოჰყვა.
მალთაყვის ტყე პარკში იწვოდა კემპინგი, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ, უცილობელი იყო ეს მობინადრის დაუდევრობის ბრალი იყო. რადაგან ამინდი ცეცხლის გაღვივებას ტოლფასი იყო, სახანძროდან დაუყოვნებლივ გაიგზავნა ავტო ცისტერნა. ქარს ნაპერწკლები კი არა, ნაკვერჩხლებიც მიჰქონდა, მისვლისას სამი ოთახი უკვე იწვოდა არა და ჩვენი ძალები საკმარისი არ იყო, სასწრაფოდ გადავრეკეტ რაიონებშიც მაგრამ დრო იყო საჭირო ჩვენ სწორედ დროში ვიწვოდით. სახანძროში ერთად ერთი ავტო ცისტერნა იდგა, 4 ტონა„ოქროს ბიჭი“ წყლით. მასში არ იდგა აკუმლატორი, გათანების სისტემაც არ ჰქონდა, მუხრუჭებიც პარალიზებული იყო, მაგრამ ვეფხვიამ გარისკა... ბუქსირზე „დაქოქეს“ მანქანა და ხანძრის ადგილისკენ დაძრნენ. წინ მსუბუქი მანქანით ამურ ი მაისაია უნათებდა გზას. დიდისიფრთხილით მიჰყავდა მუხრუჭებ მოშლილი უშუქო მანქანა. როგორც იქნა მივიდნენ ადგილზე. გამბედაობამ გაიმარჯვა და ის ოთხი ტონა წყალი აღმოჩნდა ხსნაც.
ეს შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა რომ ადამიანი ზოგჯერ გმირად იქცევა სხვისი სიცოცხლის, საყვარელი ქალაქის, მეგობრების და კოლექტივის სახელისათვის. ასე იბადებიან გმირები და ოქრო ბიჭები. მწვანე შუქი მათ ცხოვრების გზაზე.
ასეთი ადამიანები კარგი მაგალითია მომავალი თაობისათვის.
83
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა