სონი ერიქსონი (Sony Ericsson), ბრენდის ისტორია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სონი ერიქსონი (Sony Ericsson), ბრენდის ისტორია

სონი ერიქსონი (Sony Ericsson), ბრენდის ისტორია

შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია სონი ერიქსონი(Sony Ericsson Mobile Communications), რომელიც არის ცნობილი მობილური ტელეფონების ბრენდის სონი ერიქსონის (Sony Ericsson) და მისი აქსესუარების მწარმოებელი დაარსდა 2001 წლის 1 ოქტომბერს.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში და წარმოადგენს ერთობლივ საწარმოს – შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია ერიქსონის (Ericsson)და იაპონური ელექტრონული ტექნიკის სონის (Sony), სადაც თითოეული მათგანი არის 50% – იანი წილის მფლობელი.
კომპანია Ericsson და Sony იმ პერიოდისთვის უკვე წმოადგენდნენ ცნობილ ბრენდებს და ჰქონდათ საკმაოდ დიდი განვითარების ისტორია. ორივე მათგანი აწარმოებდა საკუთარი ბრენდის მობილურ ტელეფონებს.
იაპონური კომპანია სონი, რომლის დასახელება თავიდან იყო Tokyo Telecommunications Engineering, დაარსდა 1946 წელს და მისი დამფუძნებლები იყვნენ აკიო მორიტა (Akio Morita) და მასარუ იკუბა (Masaru Ibuka).
შვედური კომპანია ერიქსონის ისტორია კი იწყება ჯერ კიდევ 1876 წლიდან და მისი დამფუძნებელი იყო ლარს მაგნუს ერიქსონი (Lars Magnus Ericsson).
მიუხედავად ორი ასეთი დიდი ისტორიის მქონე კომპანიის თანამშრომლობისა, მათი ერთომლივი ფირმა სონი ერიქსონი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ახალგაზრდაა მობილური ტელეფონების ბაზარზე. 2007 წლის განმავლობაში კომპანიამ გამოუშვა 20–ზე მეტი მოდელი.
ამჟამად Sony Ericsson მობილური ტელეფონების და აქსესუარების ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში.კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 8 450 ადამიანი.
2009 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის პრეზიდენტია ბერტ ნორდბერგი (Bert Nordberg).
928
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა