საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია

საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია


13/08/2017 წელი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ, საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. დაიწვა ხმელი ბალახი და ბუჩქნარი. ცეცხლი არ გავრცელებულა მიმდებარედ არსებულ ტყის მასივზე და კოტეჯებზე.

ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძე-მაშველების ოთხი ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა. საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში ცეცხლი დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა.

წყარო:interpressnews.ge
1127
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.