ბორისი მაკალათია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ბორისი მაკალათია

ლევთერ ჭოჭუა


ბორისი  მაკალათიაბორისი (ბოკა) მაკალათია ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრებისთანავე დაინიშნა შსს ფოთის დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო ნაწილის ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკის ინსპექტორის თანამდებობაზე.
ახალგაზრდა ოფიცერი - ბოკა მაკალათია უდიდესი ენერგიითა და ენთუაზიაზმით შეუდგა მასზე განპირობებულ ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების მაღალ დონეზე განხორციელებას. სანიმუშო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. იგი აღწევდა საწარმოთა მუდმივ მოქმედი სახანძრო ტექნიკურ კომისიებთან მჭიდრო კონტაქტით. ბრიგადული წესით სახანძრო ტექნიკური გამოკვლევების ხარისხიანი ჩატარებით და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ბოკა მაკალათია პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, განათლების განყოფილების რეკომენდაციით იგი მე-VI-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა სამოქალაქო თავდაცვის საგანს.
იყო, რა უნიჭიერესი სპეციალისტი, სულ მალე დაწინაურებული იქნა ნავსადფგურის სახანძრო რაზმის უფროსის პოსტზე.
ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან შექმნა საკმაოდ მობილური და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი სახანძრო დაცვა. აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის სახანძრო დაცვის საგარნიზონო ტაქტიკურ - ტექნიკურ სწავლებებში. ყველა მნიშვნელოვან ხანძრებზე მონაწილეობდა.
მის მიერ მომზადებულმა ქვეგანაყოფმა გადაარჩინა ხანძრით განადგურებისაგან ერთ-ერთი სატვირთო გემი, გემი რომელიც დატვირთული იყო ნავთობით საფრთხეს უქმნიდა მთელ აკვატორიას, მაგრამ იმარჯვეს მეხანძრეებმა და ხანძარიც უმტკივნეულოდ ჩააქრეს.
ბოკა მაკალათიას თვალსაჩინო ცოდნა და გამოცდილობა მხედველობიდან არ გამორჩენიათ ნავსადგურის ხელმძღანელობას, ამ რამდენიმე წლის წინათ დაინიშნა შრომისა და უსაფრთოების ინჟინერის პოსტზე. ამავდროულად ხელმძღვანელობს სახანძრო სამსახურსაც.
ბოკა, კვლავინდებურად ჩვეული ენერგიითა და შემართებით აგრძელებს მოღვაწეობას ფოთის ნავსადგურში. ამის შესაძლებლობა და მისწრაფება მას გააჩნია.
3587
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.