ლევთერ ჭოჭუა
ამური მაისაია არის უმაღლესი, იურდიული განათლებით. მას მამა ადრეულ წლებში დაეღუპა. ახლა მისთვის მთავარი იყო ცხოვრების სწორ გზას არ აცდენილიყო. შეძლებდა თუ არა იგი დამოუკიდებლად სწორი გზის არჩევას? ამაზე პასუხი ასეთია: - იქნებ კი, იქნებ არა. ფაქტი კი ისაა, რომ საზოგადოებაში ცნობილმა პიროვნებამ, საჯარო სამსახურში მოღვაწემ, მისმა ბიძამ ჯემალ მაისაიამ იზრუნვა მასზე. მან ჩაუნერგა მას შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება, ჯემალი უკვალავდა სავალ გზას და ამურიც დიდი მონდომებით მიყვებოდა ამ გზას. მაშინ დაისახა ამურიმ მიზნად, შრომითა და სწავლით დაემკვიდრებინა ღირსეული ადგილი ყოფა-ცხოვრებაში. მიზანსაც მიაღწია, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიიღო იურიდიული განათლება.
სახელოვან ახალგაზრდას არაერთხელ ჰქონია მიწვევა პოლიციის საქალაქო განყოფილებაში. საკმაოდ მაღალ პოსტებზე მაგრამ გული მაინც ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისაკენ მიუწევდა. სპეციალური მომზადებაც გაიარა და სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. აქვს მაიორის წოდება. სახანძრო დაცვის სისტემაში ამური იყო მისაბაძი თანამშრომელი. მეთაურებს შორის გამოირჩეოდა თავაზიანობითა და ობიექტურობით.
ამური მაისაია, იყო და არის პიროვნება, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია, პიროვნება, რომელსაც გატაცებით უყვარს თავისი პროფესია და ცდილობს მუდამ იყოს წარმატებული. ამიტომაც დააწინაურეს ამური ფოთის სახანძრო - სამაშველო სამსახურში ცენტრის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
გვჯერა, რომ ამური თავისი ნიჭიერებითა და ქმედითუნარიანობით კვლავაც შეიტანს თვალსაჩინო წვლილს სახანძრო - სამაშველო სამსახურის ძლიერებისათვის.
აი ასეთი ადამიანების ხელში იზრდებიან და იწრთობიან ახალბედა მეხანძრეები, ფოთის სახანძრო დაცვის სისტემაში.
კომენტარები -0