გოჩა მურღულია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

გოჩა მურღულია

ლევთერ ჭოჭუა


გოჩა მურღულია გოჩა მურღულია, ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, უმაღლესი განათლებით.
სულ ორიოდე წელიწადია რაც ამ სისტემაში მუშაობს, თუმცა ძნელად თუ მოინახება პიროვნება, რომელსაც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მიეღწიოს თვალსაჩინო წარმატებისთვის.
მუშაობის დაწყებისთანავე შეხვდა მას მრავალი დაბრკოლება, მაგრამ უკან არ დაუხევია, მისმა პრინციპულობამ, დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგულებამ, დისციპლინამ და შეუვალობამ ყველა სახის წინაღობა ადვილად გადალახა.
ახლად არჩეული პროფესიის ათვისებაში მისმა დაუოკებელმა სწრაფვამ შეაძლებინა მას გამხდარიყო ამ დარგის კარგი სპეციალისტი.
გოჩა მურღულია დღენიადაგ იღწვის დისციპლინისა და საბრძოლო მომზადების კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის და ამას ის აღწევს.
პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოთხოვო, შემდეგ კი სხვას. აი ეს არის მისთვის დამახასიათებელი თვისება. ასეთი ადამიანი კი ყოველთვის მიაღწევს წამატებებს.
პერსპექტიული, ფიზიკურად ჯანმრთელი, მორალურად მტკიცე და ყოფა-ცხოვრებაში თავმდაბალი, აი ასეთს იცნობენ და ასე ახასიათებენ მას პ/შემადგენლობასა და საზოგადოებაში.
ეჭვს გარეშეა, რომ კარგად აღებული სტარტი, წარმატებული ფინიშითაც დამთავრდება.
აი ასეთი ადამიანები დგანან მატერიალურ ფასეულობათა და ადამიანთა სიცოცხლის ხანძრისაგან დაცვის სადარაჯოზე.
1972
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.