ლევთერ ჭოჭუა
თენგიზ ხაზალია, დაბადებული 1962 წელს, საშუალო განათლების მიღებისთანავე ჩაირიცხა ოჩამჩირის სახანძრო დაცვაში რიგით მეხანძრედ. მას არამარტო ხანძრის ქრობა აინტერესებდა, არამედ სურდა უფრო ღრმად ჩასწვდომოდა სახანძრო დარგს და სწავლა განაგრძო ხარკოვის სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში. რომლის დამთავრებისთანავე განაწილებთ დაინიშნა ფოთის დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო ნაწილის კადრების დარგში ინსპექტორად. გადის რამდენიმე წელიწადი და მას აწინაურებენ გასამხედროებული ნაწილის უფროსის მოადგილის პოსტზე. კიდევ რამდენიმე წელიწადი და მას როგორც სახანძრო დარგის დიდ სპეციალისტს ნიშნავენ ამავე ნაწილის უფროსის თანამდებობაზე. ამავდროულად შს მინისტრის ბრძანებით ვიცე პოლკოვნიკი თენგიზ ხაზალია ინიშნება ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონის უფროსად. დღესაც ისეთივე შემართებითა და ენერგიით უძღვება ფოთის სახანძრო - სამაშველო სამსახურს. მან პარალერულად უმაღლესი განათლებაც მიიღო. შეეძლო პროფესია შეცვალა, მაგრამ არა, ერთხელ არჩულ პროფესიაზე არ უღალატნია, ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. აქ დაოჯახდა, აქ ცხოვრობს, კმაყოფილია თავისი ნაღვაწლით. თუმცა, როგორც თვითონ იხსენებს დაბრკოლებებიც ბევრი შეხვედრია და სადარდებელიც ბევრი ჰქონია, მაგრამ მტკიცე ნებისყოფამ და კეთილ ადამიანთა თანადგომამ განაპირობა ყველა დაბრკოლება წარმატებით გადაელახა.
საინტერესოა, რომ თენგო ხაზალია არის მკაცრი და სამართლიანი, მომთხოვნი, გადაცდომებისადმი შეურიგებელი და მაინც პირად შემადგენლობაში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, მას აფასებენ ენდობიან, სჯერათ მისი.
ეჭვს გარეშეა, რომ გაივლის დრო და თენგოს ცხოვრებაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფურცლები გადაიშლება.
აი ასეთი ადამიანები უდგანან სათავეში ფოთის სახანძრო სამსახურს, როგორც საიმედო ფარი.
კომენტარები -0