გივი ბუკია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

გივი ბუკია

ლევთერ ჭოჭუა


გივი ბუკიაგივი ბუკია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი - სახანძრო გამოყენებით სპორტში. უმაღლესი განათლებით.
1963 წელს ფოთის სახანძრო დაცვაში რიგით მეხანძრედ იქნა მიღებული. ეს ის წლებია, როცა ქვეყნად ფეხს იდგამდა სახანძრო გამოყენებითი სპორტი. გივი ბუკია, როგორც მძლეოსანი სათავეში ჩაუდგა სახანძრო გამოყენებით სპორტში გუნდის მომზადებას.
1965 წელს თბილისში გამართულ პირად -პირველობაზე სახანძრო გამოყენებით სპორტში გივი პირველად გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი, მანვე შეასრულა სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ნორმატივი.
ამავე წელს რესპუბლიკის ნაკრებ გუნდთან ერთად ლენინგრადს გაემგზავრა, სადაც შეჯიბრებაში მოკავშირე რესპუბლიკებთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვისა და ლენინგრადის ნაკრები გუნდები. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ყველაზე მეტი ჩასათვლელი ქულები გუნდს მისმა კაპიტანმა გივიმ მოუტანა.
ხოლო 1968 წელს ლენინგრადში გამართულ პირველ ევროპულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე საკავშირო ნაკრების კაპიტანმა გივი ბუკიამ ორჭიდში აბსოლუტური ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გივი დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენით. მას ბრინჯაოს ბიუსტიც კი დაუდგეს რომელიც დღესაც ამშვენებს თბილისის სახანძრო საგამოფენო დარბაზს.
გივი ბუკია ფოთელების სიამაყეა და არამარტო ფოთელების არამედ მთელი საქართველოს სიამაყეა იგი.



გივი ბუკია


ასევე ნახეთ:

ლევთერ ჭოჭუა - სახანძრო -გამოყენებითი სპორტი

ლევთერ ჭოჭუა - სახელოვანი

ლევთერ ჭოჭუა - მრავალგზის ჩემპიონი

ლევთერ ჭოჭუა - მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო მეგობრებო

ლევთერ ჭოჭუა - ფოთელ მეხანძრეთა წარმატებები

გაზეთ "ახალი კოლხეთი"- გივი ბუკია - ქალაქის №1 სპორტსმენი

ნეკროლოგი - გულით სევდით აგვევსო
2782
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.