როცა ქვეგანაყოფი ბრძოლისუნარიანია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » როცა ქვეგანაყოფი ბრძოლისუნარიანია

როცა ქვეგანაყოფი ბრძოლისუნარიანია

ეს იყო 1988 წლის ნოემბერში სახანძრო დაცვის ცენტრალურ სადისპეჩერო პუნქტში ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. მეელსმენემ რ. კალმახელიძემ მეოთხე საშუალო სკოლაში ხანძრის შესახებ ცნობის მიღებისთანავე ჩართო საგანგაშო სიგნალიზაცია. დისპეჩერმა მ.ქორ-ქიამ თანახმად ხანძარზე გასვლის განრიგისა, შემთხვევის ადგილზე გააგზავნა 4-სახანძრო ავტომანქანა. მორიგე ქვეგანაყოფები - დამო-უკიდებელი გასამხედროებელი სახანძრო ნაწილის უფროსის მოადგილის, შ/ს უფ. ლეიტენანტის თ.ხაზალიას მეთაურობით მყისვე გაემართნენ ხანძრის ადგილისაკენ. როგორც კი გამოჩნდა სკოლის შენობის სახურავზე ხანძარი ბობოქრობდა, თენგიზ ხაზალიამ მისვლ-ისთანავე შეაფასა რა ხანძრის ვითარება, საჭიროდ ცნო ავტომექა-ნიკური კიბის გამოძახება. სწრაფად ჩატარდა საბრძოლო გაშლა. სახურავზე 300კვ. მეტრ ფართობზე იწვოდა ბითუმი, მასზე გადა-კრული რუბეროიდით. ძლიერი ქარის მეშვეობით ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა. არასწორი მოქმედებით მოსალოდნელი იყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს დაეკარგა ცეცხლგამძლეობის ზღვარი და სტიქიას სავალალო შედეგი გამოეწვია, მაგრამ ძალებისა და საშუალებების სწორად განაწილებით ხანძარი მალევე იქნა ლოკა-ლიზებული.
ხანძრის ადგილზე გამოცხადდა გსნ-ს უფროსი შს კაპიტანი ტ.ხოშტარია, რომელმაც თავისთავზე აიღო რა, ხანძრის ქრობის ხელ-მძღვანელობა, ხანძრის კერაზე დამატებით შეუშვა მაღალჯერადი ქაფის ერთი ლულა. ხანძარი ლიკვიდირებული იქნა იმ ფარგლებში რა ვითარებაშიაც მიუსწრეს მას. ხანძრის ქრობაში მამაცური მოქმე-დებებით გამოირჩეოდნენ ყარაულის უფ. მოვალეობის შემსრუ-ლებელი ტ.ქარჩავა, ათმეთაური ვ. ნოზაძე, მეხანძრეები: გ.ჭაჭია, ვ.კა-პანაძე, ა. ბურჯანაძე, ლ. რუსიძე, ი.იაკუშა, ა. ლიტვინოვი და სხვა.
ასეა ყოველთვის, როცა სახანძრო ქვედანაყოფი ბრძოლისუნარიანია, სტიქია უკან იხევს. თუმცა ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფის იმედით ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შენელება დანაშაულია.
ობიექტების ხელმძღვანელები, თითოეული მოქალაქე სისტე-მატურად უნდა იცავდეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებსა და წესებს. ხანძარი დიდია თუ უმნიშვნელო, თავის კვალს მაინც ტოვებს, ზოგჯერ იგი უდიდეს ზიანს გვაყენებს და ადამიანის მსხვერ-პლითაც კი მთავრდება.
რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკას, უთუოდ უნდა აღორძინდეს. ამ მხრივ წინა მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება დღევანდელ მთავრობას მოუწევს. რაც მთავარია მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი კანონი და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი თავის მხრივ შეიმუშავებს სათანადო ბრძანებებს, დებულებებს და სხვა დოკუმენტაციებს, რაც საწინდარი იქნება როგორც იტყვიან სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის რეაბილიტაციის. სხვა მხრივ შეუძლებელი იქნება ხანძრიანობის შემცირება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც გინდ მომზაებული ქვეგანაყოფები გვყავდეს, თუ ხანძრებმა იმატა სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.
1820
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.