ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს

ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა, ღამის ხედვის არ ქონის გამო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერტმფრენმა სამუშაო შეაჩერა და ხანძრის ლიკვიდაციას დილიდან განაახლებს. გვაზავას თქმით, ადგილზე რჩებიან ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, სახანძრო-სამაშველო სამსახური და თხრილების მეშვეობით ცდილობენ, ხანძრის გავრცელება შეაჩერონ.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი 1 ჰექტარზე მეტ ტყის მასივზეა მოდებული. ხანძარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს გაუჩნდა.

წყარო: interpressnews.ge
1049
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.