ერთხელ ნადირობაზე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ერთხელ ნადირობაზე

ერთხელაც მე ლევთერ ჭოჭუა და ნოდარ გურგენაძე სანადიროდ წავედით, მოტორიანი კატერით. პალიასტომის ტბის მეორე ნაპირზე გავედით, ძლიერ ქარიან ამინდში ეწერში, ისლი და ჭილოფებში სიარული ჭირდა, თანაც ჭაობში, ბევრი ხეტიალის შემდეგ თავი ბუჩქებს შევაფარეთ.
ქარი უფრო ძლიერდებოდა, საპირისპიროდ ფეხს ვერ გადადგამდი, ამასთან ვიღაცას ეწერზე ცეცხლი წაუკიდია და მთელი სიგრძე სიგანით ჩვენსკენ მოემართებოდა. ცეცხლის ენები ცას ეფინება. რა უნდა ვქნათ, ცეცხლი გვიახლოვდება, გასაქცევი არსად არი. ჭაობში ვართ მოქცეული, „კუსტებზე“ ფეხი, რომ აგიცდეს ჩაეფლობი, ფეხს ვერ ამოიტან. შიშმა შეგვიპყრო. აშკარა საფრთე გვემუქრება, კიდევ რამდენიმე წუთი და ხანძრის ქვეშ მოვექცევით. მოულოდნელად ნოდარიმ ჩახლეჩილი ხმით დამიძახა: ლევთერ, მოიტა ასანთი! - უცებ გონს მოვეგე, ამოვიღე ასანთი და ხმელ ბალახებს წავუკიდეთ. უმალვე აბრიალდა ცეცხლი და იგი ქარმა ჩვენს წინ სივრცეზე გაფინა, სამ-ოთხ წუთში ჩვენს წინ შიშველ-ტიტველი ტერიტორია გამოჩნდა შვებით ამოვისუნთქეთ. ხანძარი რომელიც დიდი სისწრაფით ჩვენსკენ მოიწევდა გადამწვარ ეწერთან გაუჩინარდა.
ამას კი თვით გადარჩენა ჰქვია.
1762
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.