სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ტვირთამწეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში, ბელორუსიდან საქართველოში გამოფრინდა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ტვირთამწეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში, ბელორუსიდან საქართველოში გამოფრინდა

სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ტვირთამწეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში, ბელორუსიდან საქართველოში გამოფრინდა


ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„22 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მომართვის საფუძველზე საქართველოში ბორჯომის ტყის მასივის ხანძრის ლიკვიდაციაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ბელარუსის პრეზიდენტის დავალებით, ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა საქართველოში.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, საქართველოში ჩაფრინდება უახლოეს საათებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: palitravideo.ge
1276
    

კომენტარები -
1

ZordDizzong 25 აგვისტო 2017 15:01
Кому будет интересно нашёл уникальный Torrent плеер с возможностью быстрого поиска любого торрент файла за считанные минуты по всему рунету, а так же удобный и простой плеер для просмотра фильмов онлайн, без скачивания torrent файлов. Без рекламы и без регистрации. Скачать можно здесь >> MIGTORRENT <<

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.