რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამასთან, ავიაციამ მუშაობა დაახლოებით, დილის 7 საათიდან განაახლა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, რომ ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი (2 ქართული, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული) და ერთი თურქული სამაშველო თვითმფრინავი მუშაობს. ამასთან, 11:00 საათისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.
ალავიძის თქმითვე, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 70-70 მაღალკვალიფიციური მაშველი ჩამოვიდა თავისი ტექნიკით და ისინიც ჩაერთვნენ ოპერაციაში.
"ჩვენი მხრიდან მობილიზებულია 700 ადამიანი, ცოცხალი ძალა. 50-მდე სახანძრო ტექნიკა მუშაობს. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკაც. დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში დავიწყებთ ახალი აუზის მომზადებას იმისთვის, რომ ვერტმფრენებმა უფრო სწრაფად იმუშაონ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ხანძრის თვალსაზრისით, ვიდრე ეს გუშინ იყო. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 70-70 მაღალკვალიფიციური, დატრენინგებული, პროფესიონალი მაშველი ჩამოვიდა თავისი ტექნიკით და ისინიც ერთვებიან ამ ოპერაციაში. მათ ამ წუთებში კონკრეტულ ლოკაციებზე ვანაწილებთ", - აღნიშნა ალავიძემ.
აღსანიშნავია, რომ სომხეთმა ცოცხალი ძალის გარდა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანაც გამოყო.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ახალ ინფორმაციას ბორჯომის ხეობასი არსებული მდგომარეობის შესახებ:
"ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული. თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა.
დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ისინი ქართველ მეხანძრე-მაშველებს დაეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნი მძიმე ტექნიკაც.
საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ. შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

წყარო: ambebi.ge
1174
    

კომენტარები -
2

ZordDizzong 25 აგვისტო 2017 14:17
Кому будет интересно нашёл отличный Torrent плеер с возможностью моментального поиска любого торрент файла за считанные секунды по всему рунету, а так же удобный и простой плеер для просмотра фильмов онлайн, без скачивания torrent файлов. Без рекламы и без регистрации. Скачать можно здесь >> MIGTORRENT <<

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.