ზაზა კურტანიძე. მონატრება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ზაზა კურტანიძე. მონატრება

სახანძრო.. მე არ ვიცი ვისთვის რას ან რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები, თუმცა ზოგიერთებისათვის არც არაფერს და ვერც გავუმტყუნებ, რადგან ვისაც არ განუცდია ის სიძნეელები, ის სუსხიანი ღამის თევები, ზოგჯერ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარს თავზე არ დასთენებია ცეცხლთან ბრძოლაში, ვინც თავისთავზე გაბრაზებული არ გამოსულა ბრძოლის ხაზიდან დამარცხებული და არ განუცდია ცეცხლის გველეშაპთან გამარჯვების სიხარული, სიხარული იმისა რომ მან სიცოცხლე გადაარჩინა, ის ვინც მორიგი ცვლიდან დაბრუნებული ამაყად მოაბიჯებს საყვარელი ქალაქის ქუჩებში, ამაყად რადგან ის და თავისი ვაჟკაცი ბიჭები წუხელ გმირები იყვნენ, რადგან მათ თავიანთი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით, სხვისი სიცოცხლე გადაარჩინეს, ეს იყო წუხელ, დღეს კი მათ ვერავინ ცნობს და მადლობასაც არავინ ეტყვის, მაგრამ ისინი ამისათვის არ ბრძოლობენ, არამედ იმისათვის, რომ ეს მათ სისხლში აქვთ, იმ სისხლში რომელიც ცეცხლთან ბრძოლის დროს დუღს და ლამის არის გადმოინთეხეს და გადმოიღვაროს.
მადლობა მამა, რადგან მაზიარე ამ ვაჟაცურ პროფესიას. მადლობა ბიჭებო თქვენ? რადაგან 13 წლის მანძილზე ჩემს გვერდით იყავით.
მე ყოველთვის თქვენთან ვარ და მენატრებით. იბრძოლეთ გმირებო, მე ვამაყობ თქვენით.
2145
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.