ყარაფილაში ვაზაგაშვილის ახლობლების სახლი იწვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ყარაფილაში ვაზაგაშვილის ახლობლების სახლი იწვის

ყარაფილაში ვაზაგაშვილის ახლობლების სახლი იწვის

ყარაფილაში ვაზაგაშვილის ახლობლების სახლი იწვის

21 თებერვალი 2015
კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ამ წუთებში იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლების გიგოლაევების საცხოვრებელი სახლი იწვის.
კასპის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა იმყოფება. როგორც „NewPosts” ადგილობრივებმა აცნობეს ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო: ნიუპოსტი
739
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.