წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო

წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო



ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო, შუადღისას კი ორ თურქულ ვერტმფრენს ელოდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე მონაწილეობს ორი ქართული ვერტმფრენი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები.
ალავიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა თუ ქარი გაძლიერდა, არ არის გამორიცხული კერების კვლავ გაღვივება.
რაც შეეხება ცოცხალ ძალას და მძიმე ტექნიკას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
1099
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.