ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია



თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს, ბალახებსა და ბუჩქებს მოედო. არსებობდა მისი გავრცელების საფრთხე, თუმცა სადგურის თანამშრომლებმა მეხანძრეების მისვლამდე ტერიტორიის დაცვა შეძლეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზად მოქალაქეთა დაუდევრობას ასახელებენ ნავთობკომპანიის წარმომადგენლები, თუმცა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს.
ნავთობკომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ავტოგასამართ სადგურზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, საწვავის ავზამდე ცეცხლს არ მიუღწევია.
ოფიციალური მონაცემებით, იწვოდა 1500-დან 2000 კვ.მ-მდე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 15 მეხანძრე-მაშველი.
1198
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.