ხანძარი ართანის ტყეში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი ართანის ტყეში



თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ალპურ ზონაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. მოხალისეთა ჯგუფი 10-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად ხანძრის ჩაქრობას მთის ციცაბო ფერდობებზე ცდილობს.
ცეცხლი ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია. ხანძარი ალპურ ზონაში, სპეცტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილშია გაჩენილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელებას არ გამორიცხავენ.
981
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.