საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია



საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან ჩაილურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში გუშინ შემოვიდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული და პროფესიონალური მოქმედების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
975
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.