ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო

ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო

ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებოახლახან, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა, რომლის ბირთვს შეადგენდნენ ქალაქ ზუგდიდის ხანძარსაწინააღმდეგო გარნიზონის მეხანძრეები, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ მეხანძრებშია მოძალებული ბრძოლის ჟინი, გამარჯვებისაკენ სწრაფვა. ჯერაც არ იყოს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მეხანძრეს სხვაზე ნაკლებ უხდება ფიზიკური კონდენციების აღდგენაზე და ტანადობაზე ზრუნვა. მოძრავი, გამარჯვების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი პომპიერო ყველა გუნდისათვის საჭირო და გამარჯვების საწინდარია. ამ უტყუარ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ზემოხსენებული ტურნირის გამოკვეთილი ლიდერიც მეხანძრე, ქალაქ თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონის უფროსი ბატონი თემურ გიორგაძეა. რაც შეეხება შედეგს, ზუგდიდელებმა მეხანძრეებმა დიდი ჯაფა გასწიეს და მშობლიური მთავარი სამართველოს გუნდი ნახევარფინალში გაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ დამარცხდნენ შინაგან საქმეთა გუნდთან. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალ გუნდს შორის ოთხეულში მოხვედრა ისეთ, სპორტული თვალსაზრისით მძიმე ტურნირზე, როგორიც შინაგან საქმეთას სამინისტროს ჩემპიონატია, დიდი მიღწევაა. ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო. კვლავაც გესახელებინოთ მშობლიური მხარე და ქალაქი ახალი წარმატებებით.

გაზეთი „ხაზეა 01“ №10 ოქტომბერი 2003 წელი გვ.4
2141
    

კომენტარები -
1

RichardvoB 30 მარტი 2018 16:58
Не знаешь где скачать софт? Вот тут!

-------


активатор windows 7 где скачать без вирусов

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.