ნებაყოფლობითი სახანძრო ნაწილები ველოსიპედებით. აშშ, 1896 წელი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ნებაყოფლობითი სახანძრო ნაწილები ველოსიპედებით. აშშ, 1896 წელი

ნებაყოფლობითი სახანძრო ნაწილები ველოსიპედებით. აშშ, 1896 წელი

აშშ-ის ქალაქები, პირველად მსოფლიოში, ემზადებიან წარმოადგინონ სახანძრო ნაწილები, სრულად აღჭურვილნი საველოსიპედო ტექნიკით. თანამედროვე დროში ფირმა Racine აპირებს აღჭურვოს პირველი სახანძრო ნაწილი ველოსიპედებით. ეს არა უბრალოდ ველოსიპედებია მეხანძრეებისთვის, რომლითაც მათ სიარული შეეძლებათ, როგორც მოესურვებათ, არამედ ნამდვილი სახანძრო მანქანები. ამგვარად, განგაშის სიგნალის დროს, იმის ნაცვლად, რომ ცხენები შეკაზმონ, მეხანძრეებს თავად მიჰყავთ საკუთარი თავი და სახანძრო ინსტრუმენტები ცეცხლის გაჩენის ადგილას.
ეს არ არის გამომგონებლის ოცნება, არამედ ფაქტია, რომელიც მნიშვნელოვანი ნიშნული უნდა გახდეს. ველოსიპედების გამოყენების იდეა სახანძრო მანქანების და ქვედანაყოფების სწრაფი გადაადგილებისთვის დიდი ხნის წინ მრავალი ადამიანის მიერ გამოითქმებოდა.
ნებაყოფლობითი სახანძრო ნაწილები ველოსიპედებით. აშშ, 1896 წელი

საველოსიპედო ტექნიკა სახანძრო ნაწილებში გამოსაყენებლად, აშშ, 1896 წელი

საერთო წარმოდგენა სახანძრო მანქანებსა და აღჭურვილობაზე, რომელიც ველოსიპედებზეა დამონტაჟებული, შეიძლება მიიღოთ ილუსტრაციებიდან, რომელიც ამ სტატიაზეა მიბმული. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოგონილი მანქანა უკვე სწორედ იმგვარად იყო მომზადებული, როგორც ეს დახატულია. აპარატი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ქიმიური ცეცხლქრობის ველოსიპედია. აპარატის კონსტრუქცია დაფუძნებულია ტანდემის პრინციპზე, თუმცა მეხანძრეებისთვის ადგილის რაოდენობა სამამდეა გაზრდილი. ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, რომელიც ჩარჩოზეა დამაგრებული, სრულად იმეორებს იმას, რომელიც მთელს ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. ის მოიცავს რეგულირებად ფარანებს, სახანძრო ცულებს, ძალაყინებს, და ა.შ. ავზში ასხია ჩვეულებრივად გამოყენებადი ქიმიური ცეცხლმქრობი ნივთიერება. ასეთი კონცეფცია პროფესიონალებს შორის ფართო ყურადღებას იპყრობს და იმედს იძლევა რომ უკიდურესად პოპულარული გახდება. სახელურიანი კატუშკა ასევე დამონტაჟებულია ტრიციკლზე, თუმცა რამდენადაც მისი წონა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქიმიური ცეცხლქრობის მოწყობილობის წონა, ასეთი ველოსიპედის სიჩქარე გაცილებით მაღალია. არ არსებობს ისეთი საცხენოსნო მოწყობილობა, რომელსაც შეეძლებოდა სახელურების მიტანა ხანძრის ადგილას უფრო სწრაფად. სურათებზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ ქიმიური ცეცხლმქრობის კონსტრუქცია, რომელიც პატარა ტრიციკლის ჩარჩოზეა დამონტაჟებული, ტანდემის და უზარმაზარი კვადროციკლის სახანძრო კიბითურთ. მრავალი წლის მანძილზე ნებაყოფლობითი სახანძრო ნაწილებში ადგილი ქონდა კონკურენციას. მეხანძრეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხანძრის ადგილზე მისვლის სისწრაფეში. სახანძრო ველოსიპედების გამოჩენა, საერთო აზრით, გაზრდის ამ კონკურენციას, და საშუალებას მისცემს მიიღოს დამსახურებული პატივი ყველაზე სწრაფმა და ძლიერმა ველოსიპედისტმა.
გაზეთი "The San-Francisco Call" 29 ნოემბერი 1896 წელი


fire-truck.ru
1693
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.