„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“

დალი თორდინავა


„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“რა გასაოცარიც არ მოგეჩვენოთ, ამურმა თავისი ძმა ყველაზე „ბოლოს“ წარადგინა. ესეც მისი ხასიათის ნაწილია ალბათ.
ნუკრი მაისაია 1967 წლის 21 ნოემბერს დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში. ძმები მკვეთრად განსხვავებულნი არიან ფიზიკურადაც და ხასიათითაც. ბავშობიდანვე ნუკრი თავისუფლების მოყვარე და დაუმორჩილებელი იყო, თუმცა საპირწონედ ხასიათის სირბილეც დაჰყვა. ამიტომ ბიძამ, ჯემალ მაისაიამ თავიდანვე ნუკრის აღზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მან განსაზღვრა ძმების მომავალიც. 8 კლასი ნუკრიმაც მუხურჩაში დაამთავრა და ბიძის რჩევით სწავლა ფოთში, ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმში გააგრძელა. 4 წლიან სწავლების შემდეგ მიიღო მშენებლის პროფესია. ეს იყო 1986 წელი. სულ რაღაც ორ თვეში კი, 1986 წლის ნოემბერში, სამხედრო სავალდებულო სამსახურმაც მოუსწრო, შორეულ ჩიტის ოლქში სწავლობდა ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის ანა-ბანას. თავისი ფიზიკური მონაცემებით, სამხედრო განსაკუთრებული განყოფილების უფროსის პირადი მძღოლი იყო. „მგონი უფროსზე მეტად ჩემი, ერიდებოდათო“ - იცინის გახსენებისას. ამურისაგან განსხვავებით არ არის „კირკიტა“, არასოდეს ჰქონია რაღაცის მიღწევის ამბიცია. მისთვის ცხოვრების „არტახები“ მიუღებელი იყო. ჯარშიც, როგორც ამური ამბობს ნახევრადხუმრობით: „რაც წავიდა ის დაბრუნდაო“,„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ არც პარტიულ ამბიციებს შეუწუხებია. ჯარიდან 1988 წელს დაბრუნდა. ისევ ბიძის რჩევით მუშაობას იწყებს ფოთის დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო ნაწილში - მეხანძრედ. გადის მცირე დრო და უკვე დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში იქმნება სახანძრო სასწავლო ცენტრი. სადაც საქართველოს ყოველი კუთხიდან იგზავნებოდა მოწინავე და პატრიოტული სულის ახალგაზრდები სწორედ ეს სასწავლებელი, პროფესიული ცოდნის ამაღლებისა და სრულყოფისათვის, 1991 -1992 წლებში დაამთავრა. ცოდნას დაუფლებული ნუკრი უბრუნდება მშობლიურ ქალაქსა და კოლექტივს, უკვე ოცმეთაურის რანგში. იგი არის სამოქალაქო უსაფრთხოების კაპიტანი.
თუ რა არის მისთვის მშობლიური კოლექტივი, სადაც მესამე ათეული წელია იღწვის, ან როგორ აკეთა თავისი კაცური საკეთებელი მე პრესიდან მოვიშველიებ ამონარიდებს:
„ნუკრი მაისაიას სახელის ხსენებაზე, ბევრ ფოთელს თვალწინ უდგება ვაჟაკაცური შემართების ახალგაზრდა მეხანძრე, რომელმაც ხანძრით განადგურებისაგან იხსნა მრავალი სახლი და მატერიალური ფასეულობა... სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსს ბატონ თენგიზ ხაზალიას ბევჯერ უთქვამს: „როცა ნუკრი მაისაიას ქვედანაყოფი ატარებს სამსახურს, მე ღამით მშვიდად მძინავსო.“ რაც არ უნდა დიდი ხანძარი იყოს, ნუკრი უკან არ იხევს, იგი უშიშრად შეუტევს ხოლმე აბობოქრებულ სტიქიას და ამარცხებს მას. „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ამიტომაცაა მასზე რომ ამბობენ - ცეცხლზე ძლიერიაო. (გაზეთი „ფოთის უწყებანი“ 1998წ.). „... ახლა კი 22 მარტს, როცა ქალაქის ცენტრში არსებულ შვიდას ადგილიან კინოთეატრ „რუსთაველი-"ს შენობაში ხანძარმა იფეთქა, არავის ეგონა კინოთეატრის გადაჩენა, ცეცხლი ვიდეოფილმების სალონს მოედო. ვეება შავ კვამლში გახვეული ცეცხლის ალი სალონის წინა კედელს მოედო და განადგურებით ემუქრებოდა ქალაქის ამ ერთ-ერთ ულამაზეს ნაგებობას. ხალხი გულისტკივილით და აღელვებით შეპყურებდა აბობოქრებულ სტიქიას, ნუთუ ვერ გადაარჩნენ?! კითხულობდნენ ისინი და მთელ იმედებს მეხანძრეებზე ამყარებდნენ. ... წუთიც და ხანძარზე გამოცხადდა მორიგე ქვეგანაყოფი ოცეულის მეთაური შ/ს ლეიტენანტი ნუკრი მაისაიას მეთაურობით. მათ სრული ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი გამოავლინეს. და ბრძოლა შედეგიანი გამოდგა, კვამლი გაიფანტა და მალე დამარცხებული ცეცხლიც აღარ იყო. მხოლოდ გარუჯული სალონის კედლები ჩანდა. ლამაზი შენობა კვლავინდებურად მხრებგაშლილი და თავმომწონედ გამოიყურება. (გაზეთი „საქართველოს მეხანძრე“ 1993 წ. 21 აპრილი).
მგონი რაზეც ვილაპარაკეთ საკმარისიცაა იმის წარმოსაჩენად თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ნუკრი მინდობილ მოვალეობას. ის როგორც ყველა თანამებრძოლი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“მადლიერებით იგონებს თენგიზ ხაზალიას. ამ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხელმძღვანელმა, თენგიზ ხაზალიამ დიდი ამაგი დასდო ფოთის სახანძრო სამსახურის განვითარებას კოლექტივის მონოლითად გადაქცევას და მთელი თაობის ვაჟკაცურ და სულიერ სიჯანსაღეს. ნუკრის არ ავიწყდება პირველი „ნათლობა“ ცეცხლით ეს იყო 28 წლის წინ. ეს იყო სამუშაოს დაწყებიდან ერთ თვეში. აქ დაიბადა ვაჟაკაცობაც, თავდადებაც და მიზანიც. ამ თავდადების გამოა რომ, ის დაჯილდოებულია პირველი ხარისხის დიპლომით „მამაცობისათვის“ და მრავალი მედლით.
თავისუფლების სიყვარულმა ის შედეგი გამოიღო რომ „ძლივს გადაწყვიტა“ ცოლის შერთვა, მაგრამ 40 წლის ასაკში მაინც შეელია თავისუფლებას. 2007 წელს დაოჯახდა. ცოლად შეირთო ფოთელი კობახიძე თამარი და მეორე ძმაც ფოთელთა სიძე გახდა. 2009 წელს კი პირველი ვაჟიც დაიბადა. ნიკოლოზი ახლა მე-5 საჯარო სკოლის მე-2 კლასელია. ჯერ იმ ასაკში არ არის არჩევანი გააკეთოს რამეზე ის კი იცის ანასა და მაგდა მცველი ძმა იქნება.
ასე შლის ფრთებს მაისაიების ოჯახები. დედა სალოცავად ჰყავთ. იციან რომ, დედას შვილების შეწუხება და წუწუნი არ უყვარს. ქალმა, რომელმაც მარტომ, უკაცოდ გაზარდა ორი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ვაჟი რომლებიც ბავშობიდანვე შეეჩვივნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ძირითადად მარტო ცხოვრობდა. სიმარტოვე და სიმშვიდე უყვარს. ამიტომ ცალკე ბინაში ცხოვრობს. ვაჟები ყოველ დღე რამდენიმეჯერ ურეკავენ, საკამარისია ხმა არ მოეწონოთ და მაშინვე მასთან არიან, ესაყვედურებიან, რატომ გვიმალავ თუ რამე გაწუხებსო, - ჩვენ ხომ პროფესიონალი მაშველები ვართო, აბა ჩვენი არ შეწუხება გეკადრებაო! და მიდის ცხოვრება შვილების ბედნიერებით გახარებული. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ხანდაზმულობაში შესულმა ქალმა!!!
აი, სად ბატონი ჯემალი შორსმჭვრეტელობა როცა ძმებს ცხოვრების გზა აურჩია. ერთად მოუყარა თავი ერთ ქალაქში, ერთ საქმეში. იცოდა ბრძენმა კაცმა რომ ძმა-ძმითაა ძლიერი, თუკი ახლოს არიან და აგრძელებენ იმ ბავშვურ ძმურ სიყვარულს მუხურჩაში რომ ჩაეყარა საფუძველი.
100
    

კომენტარები -
1

RimmaZura 23 ნოემბერი 2017 20:41
Всем Хелло! народ кто обожает игать в игрушки подскажите выкопала эдакую тему:
Как играть в современные игрушки без скачивания и установки на ноутбук посредством сервис Playkey
а так же нашла Генератор промокодов для сервиса Playkey ТУТ видео
Кто тестил сервис и Генератор отпишите в личку нужно ли заморочки!

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.