„ცხოვრების ცვლილებამ, შეცვალა ჩემი მომავლის გეზიც“. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » „ცხოვრების ცვლილებამ, შეცვალა ჩემი მომავლის გეზიც“.

„ცხოვრების ცვლილებამ, შეცვალა ჩემი მომავლის გეზიც“.

საიტების დამზადება


„ცხოვრების ცვლილებამ, შეცვალა ჩემი მომავლის გეზიც“. რა შესანიშნავი გრძნობაა, როცა ხედავ ირგვლივ ამდენი შესანიშნავი ადამიანია, რომელმაც იცის კოლექტივის ფასი და რომელსაც ვერც კი წარმოუდგენია შრომაში ნაწრთობი მეგობრების გარეშე ცხოვრება, რომელმაც იცის, რომ მეგობრობა უღალატოა და სიცოცხლის ბოლომდე ზურგის სიმაგრეა.
ისევ მორიგი რესპოდენტი მინდა წარმოგიდგინოთ, მორიგი ცეცხლში ნაწრთობი „ოქროს ბიჭი“. მათ ერთი გზა გაიარეს ერთ საქმეს ემსახურებიან და მაინც ყოველი მათგანი განსხვავებულია.
გელა ლეფსაია ქ.ფოთში 1968 წელს დაიბადა. მამა-ტოგო ლეფსაია, მშრომელი კაცი იყო. იცოდა ოჯახი მთავარი იყო და მისი მატერიალური უზრუნველყოფა ვალდებულებაც და მოვალეობაც იყო. იგი თევზსაჭერ სეინერზე მუშაობდა. არ იყო ადვილი საქმე დამღლელი სამუშაოს შემდეგ სახლში მიუხაროდა. შინ კარგი დიასახლისი და შვილებზე გადაგებული მეუღლე ელოდა, რომელსაც თვალი მის მოლოდინში გზაზე ეჭირა. რუსიკო ფონიავამ ტოგო შემთხვევით გაიცნო, მათ არც მრავალწლიანი სიყვარულის ბილიკები უთელიათ უბრალოდ გულის თქმას მოუსმინეს და მყარი ოჯახი შექმნეს. მუშაობაზე არ უფიქრია, მთავარი საზრუნავად ქალ-ვაჟის აღზრდა გაიხადა. სამუშაოდან მოსულ დაღლილ ქმარს დრო არ რჩებოდა, სწამდა შვილებს რუსიკო არაფერს დააკლებდა.
სწავლა 1975 წელს მე-7 სკოლაში დაიწყო, სკოლა სახლთან იყო და დედასაც თვალყურის დევნება ადვილად შეეძლო. საშუალო სკოლა 1986 წელს დაამთავრა და იმავე წლის შემოდგომაზე სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. 18 წლის ახალგაზრდა შორს, ჩიტის ოლქში. აქ გაიცნეს ერთმანეთი ფოთელმა ბიჭებმაც, ნუკრი მაისაიამ და გელამ. ეს დიდი მეგობრობის დასაწყისიც იყო და ერთმანეთის დიდი იმედიც.
ვთხოვე, გაეხსენებინა ჯარის ცხოვრებიდან რომელიმე ეპიზოდი და გაიხესენა კიდეც:„ცხოვრების ცვლილებამ, შეცვალა ჩემი მომავლის გეზიც“.
„ყარაულში ვმორიგეობ, ეს ვაჟბატონები, ჩემი ფოთელი მეგობრები დამიდგნენ წინ, ღვინის ბოთლით და მაღიზიანებენ, პირთან მოაქვთ სასმელი, აბა მე, მორიგეობას გავდივარ და არ შემეძლო მათსავით გართობა. იმდენხანს შემომიჩნდნენ, სანამ მოთმინებიდან არ გამომიყვანეს, გადმოვიღე ავტომატი, დავუმიზნე და მთელი ხმით დავუღრიალე, ახლავე თუ არ გაქრებით, გესვრით - მეთქი. მაშინ იკადრეს უკან დახევა, ნუკრი დაიხარა, ქვა აიღო და ჩემი მიმართულებით გაისროლა. ბედად, იმ წუთას დავიხარე დაუმიზნებლად გამოსროლილი ქვა ცხვირსა და შუბლს შორის მომხვდა და სისხლმაც ითქრიალა. სად იყო და სად არა, ყარაულის უფროსი იქ გაჩნდა, სისხლი მომიწმინდა და მეუბნება, წამოდი ნაწილში და საჩივარი დაწერეო. კინაღამ გავგიჟი: რას მეუბნები, რის საჩივარი, წავიქეცი მეთქი, თავი დამანებეთ. ეს შემთხვევა ჩაშვებაზე ქართველის გამოცდაც იყო. იმ ქვამ კი ჩემი და ნუკრის მეგობრობა დაადუღაბა.
1988 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა „ელექტროაპარატების“ ქარხანაში, დირექტორის მძღოლად იწყებს მუშაობას, იმუშავა 1991 წლამდე, ანუ ქარხნის დაშლამდე.
იმავე წელს, მიიღო ჯარის მეგობრის ნუკრი მაისაიას რჩევა და მუშაობა დაიწყო სახანძრო დაცვაში. აქაც მძღოლად, მაგრამ აქ მძღოლის პროფესიას მეტი დატვირთვა მიეცა. მასზე იყო დამოკიდებული ხანძრის ადგილზე დროზე მისვლა რადგან გადაერჩინა ობიექტიც და სიცოცხლეც, ამ პასუხისმგებლობამ, ქვეცნობიერად შეცვალა მისი აზროვნებაც. სხვა დატვირთვა შესძინა სიცოცხლეს და მოვალეობას. თითქოს ცხოვრების სრბოლამ გაუღო ახალი გზის კარი და დღემდე ამ არჩეული გზის ერთგულია. კარგად ახსოვს პირველი ცეცხლთან ნათლობა. ეს სულ რაღაც რამოდენიმე დღეში მოხდა, მუშაობის დაწყებიდან, იწვოდა ქალაქის ცენტრში, მაღლივი ბინების, ეზოში აშენებულ ავტოფარეხი. გაჩენილი ხანძარი, რომელიც სწრაფად გადაედო ფარეხებს და ცეცხლის მაშტაბის გაზრდის საშიშროება არსებობდა. მეხანძრეებმა ვიმარჯვეთ და ხანძარს გაშლის უფლება არ მივეცით. მართალია მაშინ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ცეცხლთან ბრძოლა აზარტივითაა შინაგანი ძალა გიბიძგებს დაამარცხო ეს საშიში სტიქია.
„ცხოვრების ცვლილებამ, შეცვალა ჩემი მომავლის გეზიც“.1996 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე ინგა ბუკია და ბევრი არ უფიქრია, დაოჯახდა კიდეც.
1997 წელს დაიბადა პირველი შვილი გიორგი. იგი დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საგზაო ინჟინერის პროფესიას ეუფლება.
4 წლის შემდეგ კი ოჯახში ნანატრი ქალიშვილი გაჩნდა. 2001 წელს მარიამი დაიბადა. დღეს მარიამი მე-7 საჯარო სკოლის მე-11 კლასელია. მარიამს ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. მშობლებმა ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებას ყურადღება მიაქციეს და მარიამი სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს. იმედია გოგონა თავის ნიჭს გაუფრთხილდება და მომავალსაც დაუკავშირებს. ვუსურვოთ ამ კარგ ახალგაზრდებს ამ ძლიერ ფესვებზე მყარად ეხაროთ.

2017 წელი
1880
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.