ჩვენ შესახებ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ჩვენ შესახებ

ჟურნალი "ბორბონჩია" - არის სახანძრო სააგიტაციო შემეცნებითი ჟურნალი დაფუძნებული 2014 წელს. ქ.ფოთში. პერიოდულობა წელიწადში 1-ჯერ.
ჟურნალში ფართოდ გაშუქდება სტატიები, რომლებშიც ასახული იქნება საქართველოს მეხანძრეთა მიერ განვლილი გზა, საქართველოში სახანძრო დაცვის განვითარების ეპატები, ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები.
ვიმედოვნებთ, რომ რედაქცია ჰპოვებს ფართო საზოგადოებრიობის და მთავარია, ქართული სახანძრო ინტელიგენციის მხარდაჭერას, რომ ჩვენი ჟურნალის გარშემო შემოიკრიბებიან სპეციალისტები, ენთუზიასტები და საერთო ძალისხმევით სათავეს დავუდებთ დიდად საშურ საქმეს, რასაც ქართული სახანძრო ჟურნალის გამოცემა ჰქვია.
ჟურნალს ექნება წერილების განყოფილებაც, სადაც ყურადღებით განხილული იქნება რედაქციის მიმართ გამოთქმული შენიშვნები თუ რჩევები. ყველაზე საინტერესო წერილები დაიბეჭდება ჟურნალში.
რედაქცია თხოვნით მიმართავს ყველას ვისაც გააჩნია მასალები, რომლებიც ცოტად თუ ბევრად ეხება სახანძრო საქმეს, ან ხელი მიუწვდებათ უცხოეთის სახანძრო ლიტერატურაზე დაგვიკავშირდნენ ან მოგვაწოდონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე. ეს მასალები სათანადო დამუშავების შემდეგ ასახვას ჰპოვებს ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე.
კიდევ ერთხელ გამოვთქვათ ღრმა რწმენას, რომ ყველა დაინტერესებული ადამიანის მხარდაჭერით, "ბორბონჩია" გახდება სამაგიდო ჟურნალი სახანძრო საქმის სპეციალისტებისათვის და არა მარტო მათთვის.

რედაქცია

რედაქტორი
ამური მაისაია

სარედაქციო კოლეგია

ბორისი მაკალათია
გოჩა მურღულია
თამაზ უბილავა
თენგიზ ხაზალია
მამუკა შავგულიძე
მამუკა ჟვანია

კომპიუტერული უზრუნველყოფა
ანა მაისაია

მისამართი
ქ.ფოთი, 26 მაისის ქუჩა N:8

ტელეფონი
(555) 62-84-32

ელ.ფოსტა
jurnaliborbonchia@gmail.com

5725
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.