ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს

ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს

ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს 1944 წლის 13 აპრილს დაახლოებით შუადღეს ბომბეის საზღვაო პორტში შემოვიდა არაფრით გამორჩეული ინგლისური ხომალდი „ფორტ-სტაიკინი“. იალქნიანი გემი რომლის წყალწყვაც 7000 ტონაზე ცოტა მეტი იყო ღუზა ჩაუშვა დოკ-ბასეინ „ვიქტორიაში“. პორტის ადმინისტრაცია მოსული გემის დაცლას არ ჩქარობდა, და ის თითქმის ორი დღე იდგა ნავსადგურში და ინახავდა მომაკვდინებელ ტვირთს.
გამოვიდა რა რეისში ინგლისური პორტიდან ბიკრკენჰედიდან, „ფორტ-სტაიკინის“ კაპიტანმა მიიღო ინსტრუქცია რომ საიდუმლოდ შეენახა სამხედრო ტვირთის გადაზიდვა, რასაც ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობის დროს პედანტურად ასრულებდა. გემმა გადალახა ინგლისის წყლები და ატლანტიკის ოკეანის სივრცე, საბედნიეროდ გვერდი აუარა ფაშისტურ წყალქვეშა გემებს და თვითმფრინავებს.
პაკისტანის პორტში კარაჩში „ფორტ სტაიკინი“ დაიტვირთა ნატურალური კაუჩუკით. ასევე მოათავსეს კარგად შეფუთული სამხედრო ტვირთი - 300 ტონა ტრინიტროტოლუოლი და 1935 ტონა საბრძოლო მასალა. გემმა მიიღო ბორტზე სუფთა ოქროს ტვირთი ფილებში: 155 ფილა, თითოეული წონით 22 კილოგრამი, საერთო ფასით 5 მილიონი დოლარის.
ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს
კარაჩიდან „ფორტ -სტაიკინი“ დატვირთული აალებადი ტვირთით და ფეთქებადით, შევიდა ბომბეიში, სადაც ისე დაბანაკდა თითქოს ჩვეულებრივი სატვირთო გემი ყოფილიყო და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
გემის დაცლის ბრძანება მხოლოდ 14 აპრილს დილით მიიღეს. დოკერები არ ემორჩილებოდნენ გარკვეულ წესრიგს, გადმოტვირთეს რა ნომერ მეორე კაიუტიდან ტრინიტროტოლუოლი, და ყუთები საბრძოლო მასალით. ნატურალური კაუჩუკი ქვემოთ იყო მოთავსებული მათ ზემოთ იყო ფეთქებადი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა. გემის დაცლისას უსაფრთხოების აუციელებლი ზომები არ იყო დაცული, რადგან დოკერებმა არ იცოდნენ ტვირთის რაობა.
დღის 12 საათზე პორტში სადილობის შესვენება დაიწყო, გემის დაცლის სამუშაოები შეჩერდა და მხოლოდ 13 საათსა და 30 წუთზე განახლდა.
14 საათსა და 16 წუთზე პორტის სახანძრო დაცვის დისპეტჩერმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება „ფორტ-სტაიკის“ კაპიტნის თანაშემწისგან გემზე ხანძრის შესახებ. აალებულ გემზე მოთავსებული ტვირთის ხასიათის შესახებ არ იყო ცნობილი. დისპეტჩერმა სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე გააგზავნა ორი სახანძრო ავტოტუმბო, რომელიც შემთხვევის ადგილზე 7 წუთის შემდეგ მივიდა. გემის კაიუტიდან ნაცრისფერ-შავი კვამლი გამოდიოდა. გემის ეკიპაჟის მცდელობამ დამოუკიდებლად ჩაექროთ ცეცხლის კერა არაფერი მოიტანა.
ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს
მოსული სახანძრო მანქანები უცბად შეურთეს წყლისწყაროს და დაიწყეს კაიუტაში წყლის შეშვება. გარკვეული დროის შემდეგ ხანძრის ადგილას მივიდა პოლკოვნიკი სანდლერი - ინგლისელი, რომელსაც ბომბეის პორტის სახანძრო უსაფრთხოების უფროსის თანამდებობა ეჭირა. „ფორტ-სტაკინის“ კაპიტანმა მას აცნობა ხანძრის გაჩენის გარემოებები: სადილის შემდეგ ინდოელმა დოკერებმა ტრიუმში აღმოაჩინეს აალებული ბამბა. მეზღვაურის აზრით ხანძრის მიზეზი შესაძლოა გადაგდებული სიგარეტი ან ბამბის თვითაალება. უცნობი რჩება აცნობა თუ არა კაპტანმა გემზე ტრინიტროტოლუოლის, საბრძოლო მასალის ქონის შესახებ ასევე იმის თაობაზე , რომ საჭირო იყო ხალხის ევაკუაცია. როგორც ჩანს, არა, რადგან როგორც ხანძრის ქრობის შემდეგმა გარემოებებმა დაგვანახა, მეხანძრეებს წარმოდგენა არ ქოდნათ ახლადდაწყებული ხანძრის საშიშროების დონის შესახებ. ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ მათი ტაქტიკური მოქმედება ნაკლებაკვალიფიციურ ხასიათს ატარებდა, მოწოდების სიმაღლეზე არც პოლკოვნიკი სანდლერი აღმოჩნდა, როგორც ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი.
მაღალმა ტემპერატურამ და ტრიუმებში ბოლის მაღალმა კონცენტრაციამ ხელი შეუშალა მეხანძრეებს, რომელთაც არ ქონდათ მაიზოლირებელი აირწინაღები, ტრიუმში ღრმად შესულიყვნენ, რათა აღმოეჩინათ და ჩაეხშოთ ცეცხლის კერა საწყის ფაზაში. სახანძრო მანქანებიდან ორი მძლავრი წყლის ჭავლი პირდაპირ მიეწოდებოდა აალებული ტრიუმის ღია ლუკებს, როგორც მიღებულია ითქვას, „ბოლის მიხედვით“. ასეთმა პრიმიტიულმა ტაქტიკამ შედეგი ვერ მოიტანა. დუწერელი წესის მიხედვით, რომელსაც ძალიან მკაცრად იცავენ მრავალი ქვეყნის მეხანძრეები, წყლის მიწოდება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეხანძრე გავიდა საბრძოლო პოზიციაში და კარგად ხედავს ცეცხლის კერას. დაუშვებელია წყლის ბოლში შესხმა, ისე რომ ვერ ხედავდე კოცონს. ეს იგივეა თოფიდან მიზანში ისე ისროდე, რომ მას ვერ ხედავდე.
ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილსპოლკოვნიკმა სანდლერმა ხანძარზე მთელი რეზერვი გამოიძახა, კიდევ რვა სახანძრო ავტოტუმბო და ავტოცისტერნები. ტრიუმების ლუკებში შეიყვანეს კიდევ რამდენიმე ჭავლი , წყალი ფარავდა გემს, მაგრა ხანძარი უფრო ინტენსიური ხდებოდა. აალებული ბამბა ჩავიდა ტრიუმის ფსკერამდე სადაც იდო ტვირთი საბრძოლო მასალებით და ტრინიტროტოლუოლით...
აქ უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა, ქსოვილების წვის შესახებ. დაპრესილი ბამბა ფლობს შესაძლებლობას არ მიიღოს წყალი და ამიტომ ძალიან ცუდად იჟღინთება წყლით. ასე რომ წყალი ცეცხლს მხოლოდ ზედაპირზე აქრობს, მაგრამ ვერ აღწევს ბამბის შიგთავსში და ვერ აქრობს ის ცეცხლს. ამიტომ ხანძრის დროს დაპრესილი ბაბა უნდა დაიშალოს სათითაოდ მოესხას წყალი. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა.
პოლკოვნიკმა სანდლერმა , გემის კაპიტანმა და პორტის ადმინისტრაციამ როგორც ჩანს არ იცოდა ბამბის წვის თავისებურებები, და შეცდომით იმედოვნებდა რომ წყლის მასით „ფორტ სტაიკინის ტრიუმებში ხანძარს ჩააქრობდა. დრო გადიოდა, ტემპერატურამ ტრიუმებში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, გატყდა მეტალის ნაწილები, გემის ბორტზე გაჩნდა ლაქა.
პოლკონიკ სანდლერს კარსმომდგარი კატასტროფისგან გაქცევის ერთადერთი გზა რჩებოდა: სრულად შეეწყვიტა ხანძრის ჩაქრობა, გაეყვანა ყველა ხალხი და სახანძრო მანქანები ნავსადგურიდან და ებრძანებინა „ფორტ- სტაიკინის“ კაპიტნისთვის ჩაეძირა სასიკდვილოდ განწირული გემი ან გაეყვანა ის პორტიდან შინაგანი რეიდისთვის. ეს პოლკოვნიკმა სანდლერმა ვერ გადაწყვიტა, მას კიდევ ჰქონდა ხანძრის ჩაქრობის იმედი.
გაუგებარია „ფორტ-სტაიკინის“ კაპიტნის ქცევა. მან ხომ იცოდა მომაკვდინებელი ტვირთის შესახებ და რადგან გემის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირი იყო, უნდა მოემოქმედებინა რამე კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. გამოავლინა დანაშაულებრივი ჭკუამხიარულობა პორტის ადმინისტრაციამაც. მან ხომ იცოდა კაპიტნის მიერ აღდგენილი დოკუმენტებიდან, რომ სახიფათო ტვირთი იყო გემზე, მაგრამ არ მიიღო საჭირო ზომები.
… დრო კი გადიოდა, კატასტროფა ახლოვდებოდა. ხანძარი ძლიერებოდა, გემის გარშემო წყალი ადუღდა, გამტყდარი ბორტიდან ნაკადი მოდიოდა, საღებავი ტკაცუნობდა, ბორტზე ჩნდებოდა მუქი წითელი და ალუბლისფერი ლაქები. 15 საათსა და 45 წუთზე „ფორტ სტაიკინის“ ტრიუმებიდან წითელი კოცონის ენები გამოჩნდა, დადგა შავი კვამლი , რომელიც ახლვას კაუჩკის წვას. შეშინებული გუნდი გაიქცა პორტის კარებისკენ. მხოლოდ მეხანძრეები დარჩენენ საბრძოლო პოზიციებზე და აგრძელებდნენ თავის საქმის შესრულებას.
ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს მიუხედავად, გემ „ფორტ-სტაიკინზე“ ხანძრის თვალსაჩინო ნიშნებისა, ბომბეის პორტში ცხოვრება თავის გზით მიდიოდა: დოკერი-ინდუსები აგრძელებდნენ მეზობელი გემების ჩამოტვირთვას, ისმოდა გემების ხმა და ამჭეების ხმა, რეიდზე გადიოდნენ კატერები და ნავები, ბუქსირები ათრევდნენ მძიმეწონიან ტვირთს. ოკეანის სიღრმე ლურჯად ლივლივებდა. არავინ ეჭვობდა, რომ კატასტროფა ახლოვდებოდა.
16 საათსა და 6 წუთზე საშინელმა აფეთქებამ შეძრა პორტი და ქალაქი - ეს „ფორტ-სტაიკინი“ გაფრინდა ჰაერში. წამებში ნაწილებად დაშლილი ხომალდი კვამლსა და კოცონში გაუჩინარდა. აფეთქების ტალღა პორტის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, და გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. დაიღუპა ყველა ვინც გემზე და პირსზე იმყოფებოდა, მათ შორის მეხანძრეები. აფეთქებამ სახანძრო მანქანები ნაკუწებად აქცია. აფეთქების შედეგად ხომალდი რამდენიმე ნაწილად დაიშალა, და ჩაიძირა, მის ტრიუმებში დაახლოებით 800 ტონა საბრძოლო მასალა დარჩა. 16 საათსა და 33 წუთზე კიდევ უფრო მძლავრი აფეთქება მოხდა გემის სამარაგო ნაწილი აფეთქდა.
აფეთქებების შედეგები საშინელი იყო. მის მიერ წარმოქმნილი ორი გიგანტური ტალღის შედეგად პორტის აკვატორიაში, ასევე უშუალოდ დოკ-ბასეინებში „ვიქტორია“ და „პრინცი“ დაიტბორა, გატყდა და ძლიერ დაზიანდა 50-ზე მეტი მსხვილი ხომალდი. ოქროს ფილებს მომავალში ქალაქში პორტიდან მრავალი კილომეტრის მანძილზე პოულობდნენ.
პორტის ტერიტორია, გზები და გასასვლელები ჩახერგილი აღმოჩნდა დანგრეული შენობებით, ქვებით, მეტალით. განადგურდა, საწყობები, სამხედრო ტექნიკა. ამას დაემატა მასიური ხანძრები.
რომ არ მომხდარიყო ხანძრის გავრცელება პორტიდან ქალაქზე, გადაწყდა შექნილიყო ხანძარსაწინააღმდეგო წყვეტა, 500 მეტრის სიგანეზე. წყვეტის ხაზში მოუხდათ ყველა შენობის და შეიარაღების დანგრევა, რითაც ხანძარი პორტის ფარგლებში დატოვეს. როგორც წესი ხანძართან ბრძოლის ეს წესი დასახლებულ პუნქტებში არ გამოიყენება, გარდა აფეთქების გამოყენებისა მინერალიზირებული ხაზის შესაქმნელად სატყეო ხანძრებისას. მასიური აფეთქებები, რომელიც ბომბეიში სამხედრო ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად გამოიყენა, მართლდებოდა საგანგებო მდგომარეობით, და პირველ რიგში სახანძრო ტექნიკის არ ქონით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც მწყობრიდან აფეთქების დროს გამოვიდა. სამი დღის მანძლე აალებულ პორტზე იწვა შავი კვამლის ღრუბელი. აქტიური ზომები საპორტო აღჭურვილობის ჩასაქრობად მიღებული არ იყო, ამისთვის საკმარისი ძალებიც კი არ იყო დარჩენილი.
ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს „ფორტ-სტაიკინის“ ტრიუმში ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. უცნობია, ხანძრის მიზეზი დივერსია იყო, დოკერების გაუფრთხილებლობა თუ ბამბის თვითაალება. შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ერთი უშეცდომო დასკვნა: ხანძარი შეიძლებოდა ლიკვიდირებული ყოფილიყო მის საწყის სტადიაში. ამისთვის ხომალდზე მოქმედებაში უნდა მოეყვანათ სახანძრო ტუმბოები, მათგან შეექმნათ ხაზი ჭავლით ტრიუმში და სწრაფად მიეწოდებინათ წყალი ხანძრის კერაში. სამწუხაროდ, ვერც ეკიპაჟის წევრებმა, ვერც მეხანძრეებმა ვერ გამოავლინეს საჭირო ოპერატიულობა. ხანძრის კატასტროფამდე მისვლაში ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელთა უუნარო მოქმედებსაც მიუძღვის წვლილი.
ჩვეულებრივ, მსგავს გარემოებებში, რომელიც დოკ-ბასეინ „ვიქტორიაში“ შეიქმნა, ხდება ხანძარქრობის შტაბის ორგანიზება. მის შემადგენლობაში შედიან გემის კაპიტანი, და პორტის წარმომადგენლები. შტაბს ხელმძღვანელობს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი. თუ აალებული ხომალდი უკვე დგას დოკში, როგორც წესი, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელად ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსი ინიშნება ან პორტის. ხანძარქრობის შტაბი ახორციელებს ყველა მოქმედებას ხანძრის ლიკვიდაციისთვის და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
არაფერი მსგავსი ბომბეის პორტში ხანძრის ქრობის დროს არ მომხდარა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია.. დაიღუპა 1500 და დაშავდა 3000 ზე მეტი ადამიანი. ეს მხოლოდ ის მსხვერპლია, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა მორგსა და ქალაქის საავადმყოფოებში. რამდენი ადამიანი დაიხრჩო დაიწვა ცეცხლში, დაიკარგა უგზოუკვლოდ,, არავინ იცის. დანგრეული პორტის აშენება თავიდან მოუხდათ. ზარალის თანხამ, რომელიც „ფორტ-სტაიკინის“ აფეთქებამ და შემდემა ხანძარმა გამოიწვია, დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.ფორტ სტაიკინი - აფეთქება ბომბეის პორტში, 1944 წლის 14 აპრილს
მეორე მსოფლიო ომის დღეებში ბომბეის პორტში მომხდარმა კატასტროფამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი ვერ გამოიწვია და დიდი ხანია ისტორიის კუთვნილებად იქცა. თუმცა ჩვენს დროშიც აფეთქებები და ხანძრები პორტებში, საზღვაო და სამდინარეო ხომალდებზე - საკმაოდ ხშირი მოვლენაა. სტატისტიკა მოწმობს, რომ ხანძრის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 40-50 ხომალდი იღუპება (ლაინერები, ტანკერები). ეს მონაცემები არ მოიცავს ხანძრებს, რომლებიც სამდინარეო და სატბო ხომალდებზე ხდება.
თანამედროვე სახანძრო ტექნიკა მრავალი ხანძრის ჩაქრობის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით თუ ქრობა დროულად დაიწყო. გემების მშენებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, მათი ავტომატური გაფთხილების და ქრობის სისტემებით აღჭურვა ამცირებს ხანძრების და აფეთქებების წარმოქმნის ალბათობას. თუმცა ის არც ისე დიდია, განსაკუთრებით ტრანსპორტირებისას და პორტში გადმუშავებისას ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ქიმიური და ფეთქებად საშიში ნივთიერებების და მატერიალების, ამიაკური სელიტრის, შხამ ქიმიკატები, ბამბის, და ა. შ. შემდეგ.
დამპროექტებლები, მშენებლები, ექსპლუატატორები მუდმივად მუშაობენ ხომალდების სახანძრო დაცვის სისტემის სრულყოფაზე. უფრო პრექსპექტიულ მიმართულებად შეიძლება მივიჩნიოთ აალებადი მასალების გამოყენების შეზღდვა შიდა სათავსების მოწყობისას, მათ შორის სამგზავრო კაიუტებში და ყველა კაიუტის და ტრიუმის აღჭურვა სახანძრო სიგნალიზაციით და მაღალმგრძნობელობითი გადამცემებით, რომლებიც რეაგირებენ ინფრაწითელ გამოსხივებაე და კვამლის უმცირესი ფთილის გაჩენაზე. აღჭურვა სამანქანო განყოფილებების , იმ მოწყობილობებით, რომლებიც საშუალებას იძლევა სწრაფად გამოიყენოს მაღალჯერადი ქაფი - მაღალეფექტური საშუალება ცეცლხთან ბრძოლისა.

პ.ს. საველიევის წიგნის „ხანძრები - კატასტროფები“ მიხედვით.
449
    

კომენტარები -
1

Juistinfex 27 დეკემბერი 2017 09:40
Народ у кого старый комп или ноут есть отличный способ при помощи небольшого патча можно играть
в любые современные игры с высокими настройками даже на самых слабых ПК. (Через сервис PLAYKEY)
Патч для бесплатного пользования сервисом скачивайте здесь.
Видео по установке и настройке патча смотрите тут.

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.