მოქმედებები ხანძრის შემთხვევაში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » მოქმედებები ხანძრის შემთხვევაში

მოქმედებები ხანძრის შემთხვევაში

1. თუ წვა ეს-ეს არის დაიწყო, როზეტიდან გამორთულ უთოს (ტელევიზორს) მჭიდროდ დააფარეთ შალის საბანი ან სქელი ტილო და შეეცადეთ, რომ ჰაერის ნაკადმა ვერ შეაღწიოს ტილოს შიგნით. თუ წვა არ შეწყდა, აუცილებელია, სასწრაფოდ გაეცალოთ ადგილს. გახსოვდეთ, რომ კვამლი ტოქსიკურია!
2. მცირე ალი გამორთულ ტელევიზორზე შეიძლება ჩააქროთ წყლით, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა დადგეთ ტელევიზორის უკან ან მის გვერდით, კინესკოპის აფეთქების შემთხვევაში ტრავმების თავიდან აცილების მიზნით;
3. როცა წყლის გამოყენება არ შეიძლება (ცეცხლმოკიდებული ელექტრომოწყობილობა იმყოფება ძაბვის ქვეშ), ან წყალი არ არის, მაშინ წვის მცირე კერა, შესაძლებელია, ჩააქროთ საჭმელი ან კალცირებული სოდით, სარეცხი ფხვნილით, ქვიშით, მიწით (მაგალითად, ყვავილის ქოთნიდან), თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ადგილი;
4. თუ სამზარეულოში ყოფნისას დაინახავთ, რომ აალდა ცხიმი ტაფაზე – მაშინვე მჭიდროდ დაახურეთ ხუფი ტაფას და გამორთეთ ქურა. დაუშვებელია, ტაფის წაღება და ცეცხლმოკიდებულ ცხიმზე წყლის დასხმა, რადგანაც ეს გამოიწვევს წყლის ადუღებას და ცეცხლმოდებული ცხიმის წვეთების გადაფრქვევას, ხელებისა და სახის დამწვრობას და წვის სხვა კერების წარმოქმნას;
5. თუ ცეცხლი გაჩნდა თქვენი არყოფნის შემთხვევაში და სწრაფად ჩაქრობის მომენტმა (1-2 წუთი) უკვე გაიარა, სასწრაფოდ გაიქეცით სახლიდან;
6. გამოსვლისას მჭიდროდ გამოიხურეთ კარი, რომ შეაფერხოთ ცეცხლის გავრცელება (ცეცხლმა შეიძლება შეაფერხოს წვის გავრცელება 10-15 წუთზე მეტით!) დაუძახეთ უფროსებს და გამოიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახური;
7. თუ კვამლი და ცეცხლი საშუალებას გაძლევთ გამოხვიდეთ ბინიდან, ევაკუირებამდე გადაკეტეთ გაზი, გათიშეთ დენი;
8. წვის მავნე პროდუქტები შეიძლება დაგროვდეს ოთახში თქვენს სიმაღლეზე ან უფრო მაღლა, ამიტომ ოთახიდან გადით მუხლზე ჩოქვით ან ფორთხვით; იატაკთან ახლოს ჰაერის ტემპერატურა უფრო დაბალია და ჟანგბადით მეტია, ამიტომ თავი დაიჭირეთ იატაკიდან არაუმეტეს 30 სმ-ზე, რომლის ზემოთაც, შესაძლოა, იყოს მძიმე მომწამვლელი გაზისებრი ნივთიერებების ფენა, მათ შორის, ნახშირორჟანგი;
9. ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლისას, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ყველა ახლობელი (თანაკლასელი, და-ძმა და ა.შ.) იმყოფება თქვენ გვერდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ უფროსებს, მასწავლებლებს;
10. თუ გარეთ გასვლის საშუალება არ გაქვთ, გადაადგილდით ფანჯრის მიმართულებით, იყავით ფანჯრის გასწვრივ და შეეცადეთ, მიიქციოთ ქუჩაში მყოფ ადამიანთა ყურადღება. მიეცით ფანჯრიდან სიგნალი - დღისით კაშკაშა ფერის დიდი ზომის ნაჭრით, ღამით - ფანრის შუქით;
11. თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა (ხუთვის შეგრძნება, გონების დაბინდვა), შეეცადეთ არ გააღოთ და არ ჩაამტვრიოთ ფანჯარა, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენი ადგილსამყოფელის ჰერმეტულობა დაირღვევა, სათავსი სწრაფად გაივსება კვამლით და სუნთქვა შეუძლებელი გახდება ღია ფანჯარასთანაც კი. წნევის წყალობით, კვამლთან ერთად ოთახში ცეცხლიც შემოვა. გახსოვდეთ ეს, ვიდრე გადაწყვეტთ ფანჯრის ჩამტვრევას;
12. თუ თქვენს ტანსაცმელს წაეკიდა ცეცხლი, არ გაიქცეთ, რადგანაც წვა მეტად გაძლიერდება. გაიხადეთ ტანსაცმელი, დააგდეთ უსაფრთხო ადგილზე და ჩააქრეთ. თუ ტანსაცმლის გახდა შეუძლებელია, შემოიხვიეთ გადასაფარებელი (საბანი, რაიმე სხვა ქსოვილი), ან დაწექით იატაკზე, მიწაზე და კოტრიალით შეეცადეთ ჩააქროთ ცეცხლი. მსგავსი ხერხებით გაუწიეთ დახმარება სხვა ადამიანებსაც;
13. თუ თქვენ აღმოჩნდით ცეცხლის კერასთან ახლოს ტყეში ან ტორფის საბადოებზე და საკუთარი ძალებით არ შეგიძლიათ მისი ჩაქრობა, დაუყოვნებლივ გააფრთხილეთ ახლოს მყოფები საშიში ზონიდან გამოსვლის აუცილებლობის შესახებ;
14. დაბალი ხანძრის ალის ჩაქრობა შეიძლება ფოთლოვანი ხეების ტოტებით, წყლის დასხმით, სველი გრუნტის დაყრით, ფეხებით დატკეპვნით;
15. ღია სივრცეში ან მინდორში მოხვედრისას ჰაერი ჩაისუნთქეთ მიწასთან ახლოს - აქ ნაკლებია დაკვამლიანება; ცხვირი და პირი დაიფარეთ ნებისმიერი ქსოვილით;

ხანძრის დროს არ შეიძლება:
საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ქონების გადარჩენის მიზნით;
ელქტრულ წრედში ჩართული აპარატურის წყლით ჩაქრობა! ტელევიზორის, მაცივრის, უთოს წვისას გამორთეთ დენი მთავარი ამომრთველიდან, ან გამორთეთ მოწყობილობები როზეტიდან სადენის გამოძრობით ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ სიცოცხლეს;
კარადაში, საკუჭნაოში, კუთხეში და ა.შ. დამალვა;
ლიფტით სარგებლობა;
ფანჯრებისა და კარებების გაღება (ეს ზრდის წნევას და აძლიერებს წვას);
მაღალი სართულის ფანჯრებიდან გადმოხტომა;
პანიკაში ჩავარდნა;
ხანძრის ჩაქრობის მცდელობა საკუთარი ძალებით;
დაკვამლიანებული კიბით გამოსვლა.
1331
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.